ზურაბ ალავიძე: საქართველოში 28 000-ზე მეტი მდინარეა და სირცხვილია რომ სოფლებში წყალი არაა

ზურაბ ალავიძე: საქართველოში 28 000-ზე მეტი მდინარეა და სირცხვილია რომ სოფლებში წყალი არაა

"ჩვენ გზების გარდა, ძალიან ბევრი პროექტები გვაქვს წყლის მომარაგების კუთხითაც, საქართველოში 28 000-ზე მეტი მდინარეა და სირცხვილია, რომ სოფლებში და მუნიციპალურ ცენტრებში წყალი არ გვაქვს, ზოგგან საერთოდ არ არის",-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გადაცემა "რეალურ სივრცეში" განაცხადა. 

მისივე თქმით, საპროექტო სამუშაოებში პრაქტიკულად ყველა საპროექტო ინსტიტუტია ჩართული. 

"ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს და დროზე რატომ ვერ ვაკეთებთ, ან ცუდად რა გამოგვდიოდა აქამდე რასაც ვაკეთებდით, იმიტომ რომ პროექტებს როგორც უნდა გაგვეკეთებინა ვიღებდით არაღირებულ პროექტებს, არ ვარგოდა ეს პროექტები, რასაც ვიღებდით, ამას ჰქონდა სუბიეტური და ობიექტური მხარეებიც, მე ახლა წარსულს არ მივუბრუნდები, პირველი რიგის ამოცანა არის, რომ პროექტი გვქონდეს ნორმალური. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში ვინც კი ნორმალური პროექტანტია და საპროექტო ინსტიტუტია, სრული დატვირთვით მუშაობს სულ ყველა, მარტო უცხოელებს არ ვაკეთებინებთ ამას, ქართველებიც თავიდან ბოლომდე ჩართული გვყავს და დარწმუნებულები ვართ, რომ ღირებულ პროექტებს მივიღებთ",-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები