ზურაბ ალავიძე: ზედამხედველობა აუთსორსზე გავიტანეთ და იგივე პრინციპი გვექნება რეგიონებშიც

ზურაბ ალავიძე: ზედამხედველობა აუთსორსზე გავიტანეთ და იგივე პრინციპი გვექნება რეგიონებშიც

"საზედამხედველო კომპანიები რომელიც ქართული გვყავს და ეს კომპანიებიც იზრდებიან, ფაქტიურად აუთსორსზე გავიტანეთ ანუ შიგნით სამინისტროში უკვე აღარ არს ზედამხედველები, ეს ინსტიტუტები გავიტანეთ გარეთ, კერძოდ და კერძოს ვუხდით ფულს რომ ღირებული პროექტები მივიღოთ და ხარიხსიანი, რა თქმა უნდა შესაბამის ანაზღაურებასაც ვუხდით მათ",-ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გადაცემა "რეალურ სივრცეში" განაცხადა.

მისივე განცხადებით იგივე პრინციპი დაინერგება რეგიონებშიც. 

"ახლა ვმუშაობთ, რომ იგივე პრინციპი რეგიონებზე გადავიტანოთ, მუნიციპალიტეტებს რეკომენდაციები მივცეთ, რომ იქიდანაც გამოვიდეს შიგნიდან ეს ზედამხედველობები როგორც პროექტირების, ასევე სამშენებლო სამუშაოების და იქაც ღირებულ პროექტებს მივიღებთ, დარწმუნებულები ვართ, სამი წლის განმავლობაში დავასრულებთ ამას ყველაფერს, ინსტიტუციონალურადაც შეცვალეთ და მშენებლობის კუთხით რეფორმა დავასრულეთ, სადაც საუკეთესო პრაქტიკა რაც არსებობს მსოფლიოში და რაც კარგად მუშაობს, ბევრი კერძო სექტორიდან ვართ გადმოსული და გაგვივლია ეს როგორ მუშაობს, ვიცით და გადმოვიტანეთ ეს პრაქტიკა უბრალოდ, შედეგიც სახეზე გვაქვს. ამ სამინისტრომ პირველი კვარტლის ბიუჯეტი შეასრულა 105%-ით, ამხელა ბიუჯეტი საერთოდ არსებობის განმავლობაში არასდროს ჰქონია, ძალიან რთული ზამთარი გვქონდა, მიუხედავად ამისა, გადაჭარბებით შევასრულეთ ბიუჯეტი",-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები