ალექსანდრე ჯეჯელავა: ოპტიმიზაცია არც ერთ სკოლაში არ იგეგმება

ალექსანდრე ჯეჯელავა: ოპტიმიზაცია არც ერთ სკოლაში არ იგეგმება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ირწმუნება, რომ არც ერთ სკოლაში ოპტიმიზაცია არ იგეგმება. მინისტრმა ეს განცხადება 162-ე საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

"ერთი, ოპტიმიზაცია არ იგეგმება არც ამ სკოლაში და არც სხვა სკოლაში. ეს ცალსახაა. მეორე, ამ პედაგოგებს ჰქონდათ დაახლოებით 7 შეხვედრა ამ მემორანდუმთან დაკავშირებით და ძალიან დეტალურადაა განმარტებული ყველაფერი ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვაპირებთ, სკოლების თანამშრომლობა იყოს გაცილებით უფრო მჭიდრო. მოგეხსენებათ, თბილისის სკოლებს შორის სასწავლო შედეგების თვალსაზრისით ძალიან დიდი განსხვავებებია. შესაბამისად, ვფიქრობთ, თუ რაიმე მიგნება გვაქვს რომელიმე სკოლაში, გვერდზე სკოლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ამ მიგნებებით ისარგებლონ. ასევე, მაგალითად, იგივე კომაროვის სკოლა წლებია რეგიონებში ასეთ პარტნიორობას ახორციელებს, იგივე შაბათის სკოლის პროექტის განხორციელებით და ა.შ.

ჩვენ გვგონია, რომ ეს პრაქტიკა, პრინციპი, რომ სკოლებმა ერთმანეთთან ითანამშომლონ, გრძელვადიან პერიოდში მოიტანს ხარისხობრივ გაუმჯობესებას. რაც შეეხება რომ ხალხს ეშინია, ესეიგი, სამწუხაროდ, წარსულში ბევრი რამე ხდებდა პედაგოგებთან, სკოლებთან და ადმინისტრაციებთან შეუთანხმებლად წინა ხელისუფლების პიროებში და ამიტომ ეს შიშები, ალბათ, იქიდან წამოსულია. ამ შემთხვევაში მინდა, თქვენი დახმარებით დავარწმუნო ყველა, რომ ყოველგვარი ოპტიმაზია და ნეგატიური შედეგები გამოვრიცხოთ ამ პროექტის ფარგლებში. სკოლები დარჩებიან დამოუკიდებელი, ვცდილობთ, ჯგუფური პარტნიორებები გავაკეთოთ, რომლითაც ეს სკოლები ერთმანეთს დაეხმარებიან.ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ კერძო და საჯარო სკოლებიც იქნებიან მომავალში ასეთ პარტნიორობაში. ანი, საჯარო სკოლები ერთმანეთთან, საჯარო სკოლები ერთმანეთთან და ასევე კერძო და საჯარო სკოები ერთმანეთთან“,-აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ცნობისთვის, თბილისის 162-ე საჯარო სკოლის პედაგოგები აცხადებენ, რომ აღნიშნული სკოლის შენობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლა გადადის, რასაც, მასწავლებლების შეფასებით, კადრების ოპტიმიზაცია მოჰყვება.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები