162-ე სკოლის დირექტორი: გაგვაფრთხილეს, მემორადუმის გაფორმების გეგმა არ გაგვეხმაურებინა

162-ე სკოლის დირექტორი: გაგვაფრთხილეს, მემორადუმის გაფორმების გეგმა არ გაგვეხმაურებინა

162-ე სკოლის დირექტორი ლია ფანცულაია რუსთავი 2-თან ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ გააფრთხილა, პირველ ექსპერიმენტარულ სკოლასთან მემორადუმის გაფორმების გეგმა არ გაეხმაურებინა.

"გაგვაფრთილეს რომ ჯერ-ჯერობით რადგან პროექტის სახე აქვსო ამ აზრსო, შესაბამისად, დროებით არ მოხდესო მისი გახმაურებაო. გავიდა ამის მერე ორი კვირა და ზუსტად დამირეკეს დღის მეორე ნახევარში გთხოვთ მობრძანდეთო და მემორანდუმს მოვაწეროთ ხელიო.

ჩემი შეცდომა იყო რომ შესაძლებელი იყო პედაგოგებისთვის დამერეკა, დამებარებინა და გამეხმოვანებინა",-განაცხადა სკოლის დირექტორმა. 

მისივე თქმით, მზად არის პედაგოგებს მოთხოვნის შესაბამისად თანამდებობა დატოვოს. 

დღეს 162-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. პედაგოგები მემორანდუმის გაფორმებას აპროტესტებენ.

ამ საკითხზე განმარტება განათლების მინისტრმა ალექსადნრე ჯეჯელავამაც გააკეთა და განაცხადა, რომ ოპტიმიზაცია არ იგეგმება არც 162-ე და არც სხვა სკოლაში.

"ამ პედაგოგებს ჰქონდათ დაახლოებით 7 შეხვედრა ამ მემორანდუმთან დაკავშირებით და ძალიან დეტალურადაა განმარტებული ყველაფერი ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით",-განაცხადა მინისტრმა. 

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები