KOLGA TBILISI PHOTO 2017 წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებით 5 მაისს გაიხსნება

KOLGA TBILISI PHOTO 2017 წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებით 5 მაისს გაიხსნება
04 / 05 / 2017 17:53

5 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით, საერთაშორისო ფოტოკვირეული - KOLGA TBILISI PHOTO 2017, ფოტოკონკურსის წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით გაიხსნება. გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ Band of Mellow-ის კონცერტი გაიმართება.

როგორც კულტურის სამინისტროდან იუწყებიან, ფოტოკვირეული 5 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს 15 საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას, ვორქშოფებს, დისკუსიებს, ლექციებს, შეხვედრებს უცხოელ ფოტოგრაფებთან და პორტფოლიო განხილვებს.

საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა”  უკვე 16 წელია იმართება. წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და ნომინაცია ჰუავეი მობილური ფოტო, ქვენომინაციებით ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია. წლევანდელი ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს და გამარჯვებულები 5 მაისს, „წლის საუკეთესო ფოტოების” ჩვენებაზე გამოცხადდებიან.

ფოტოკონკურს “ქოლგას” საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 აშშ დოლარს,  ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგებათ 1500-1500 აშშ დოლარი, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში  გამარჯვებულებს  (ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია) გადაეცემათ სპეციალური პრიზი - მობილური ტელეფონი HUAWEI P10, Co-Engineered With Leica მოდელი.

ფოტოკონკურსზე წელსაც გაიცემა პრემია: KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD. პრემია გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტო სერიაც ამოირჩევა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტო პროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტი. პრემიის იდეის ავტორია ფოტოკვირეულის თანაორგანიზატორი თეონა გოგიჩაიშვილი. პრემია დააწესა გერმანელმა ხელოვანმა, Peter Moennig Foundation-ის დამფუძნებელმა პეტერ მიონიგმა. ის, ასევე, Rotary Club Rustavi/Georgia-ს ერთ-ერთი სპონსორია. პრემიალური თანხა 500 €-ს შეადგენს. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება