მსოფლიო რბენასთან დაკავშირებით საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები იმოქმედებს

მსოფლიო რბენასთან დაკავშირებით საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები იმოქმედებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მარათონთან - „მსოფლიო რბენა“ - დაკავშირებით, მიმდინარე წლის 7 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.

შსს-ს განცხადების თანახმად, ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე - გურჯაანი-აფენი-კაბალი.

შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო.

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

18 აპრილი, 2018

პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. "2018 წლის 17 აპრილს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები