emis: გარკვეულ სკოლებში მოთხოვნა ძალიან დიდია და ყველა ვერ ახერხებს რეგისტრაციას

emis: გარკვეულ სკოლებში მოთხოვნა ძალიან დიდია და ყველა ვერ ახერხებს რეგისტრაციას

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განმარტავენ, რომ პირველკლასელთა საყოვლთაო ელექტრონული რეგისტრაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. როგორც აიპრესს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუმარტეს, მშობლეთა უკმაყოფილება გასაგებია, რადგან კონკრეტულ სკოლაზე შესაძლოა საკმაოდ დიდი მოთხოვნა არსებობს და შესაბამისად, ადგილებიც სწარაფად ივსება. 

"რეგისტრაცია მიმდინარეობს ისე როგორ საჭიროა, არ ყოფილა არც ერთი შეფერხება. მოთხოვნა არის დიდი გარკვეულ სკოლებზე და ვერ ახერხებს ყველა დარეგისტრირებას სასურველი კანდიდატის, ასე რომ უკმაყოფილებას გამოიწვევს და ეს ბოლო წლები ასე გრძელდება. თქვენ წარმოიდგინეთ ერთ სკოლაზე ზოგჯერ არის მსურველი რომ დაარეგსტიროს 15-10 000 ბავშვი, რამოდენიმე წამში ივსება უკვე ადგილები. მე ჩემი შვილი ვერ დავარეგისტრირე შარშან მაგალიტად პირველ ექსპერიმენტულში. სისტემა აბსოლუტურად გამართულად მუშაობს, არც ერთიტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა არასოდეს",-განაცხადეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. 

2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი, დღეს, დილის 9:00 საათზე დაიწყო ვებგვერდზე: www.registration.emis.ge

ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან - 1 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები