მარგველაშვილი: თუ მართმევ არჩევანის უფლებას, მაშინ უნდა ამიხსნა რატომ აკეთებ ამას

მარგველაშვილი: თუ მართმევ არჩევანის უფლებას, მაშინ უნდა ამიხსნა რატომ აკეთებ ამას
09 / 05 / 2017 17:43

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩადებულია საკონსტიტუციო ცვლილებებში ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას, ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას და ამომრჩეველთა ხმების დაცულობას.

პრეზიდენტის აზრით, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება თუ, როგორც ცვლილებებშია დარჩება 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარერი, აეკრძალებათ პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნა და დაკანონდება გადაუნაწილებელი მანდატების ე.წ. განაწილების ბონუსსისტემა. საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტმა ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

“საარჩევნო სისტემაში პრობლემურია ბლოკების შექმნის უფლების აკრძალვა. ამის მერე ყველაზე უსამართლო ნაწილი, რომელსაც მე ვხედავ, არის გაუნაწილებელი ხმების საკითხია - როცა ყველა გაუნაწილებელი მანდატი მიაქვს არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას.
ასეთი ერთობლიობა, ჩემი აზრით, შექმნის ისეთ ვითარებას, როდესაც ასეთი სამი, ოთხი, ხუთი ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნა გაჭირდება, რაც გამოიწვევს ხელისუფლების დაპირისპირებას ოპოზიციასთან და ვიქნებით ისევ ამ დაპირისპირებაში - ხელისუფლება ოპოზიციას შორის”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი არ უნდა იყოს დაპირისპირების შემქმნელი, არ უნდა იყოს პრინციპული დაპირისპირების, ერთმანეთზე გადაკიდების მიზეზი.

“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ვართ მცირერიცხოვანი ერი და ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, პოლიტიკურად, ტრადიციულად, ვუპირისპირდებით ძალიან აგრესიულად ერთმანეთს, ყველაზე მეტად ალბათ ეს დაპირისპირება სწორედ სამეგრელოს ახსოვს.
ეს უნდა შეიცვლოს. არ შეიძლება, რომ ჩვენ ოპოზიციას არ მივცეთ საშუალება, რომ უფრო გაძლიერდეს და მითუმეტეს ეს გაძლიერება იყოს არა ერთი, არამედ მოხდეს რამდენიმე ოპოზიციური ძალის გაძლიერება, მოხდება არა ეს სამოქალაქო დაპირისპირება, არამედ იქნება მშვიდი კამათი და ვინ რამდენ პროცენტს აიღებს'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან საუბრისას.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს ასეთი მმართველობის მოდელები, სისტემები ევროპაში და დემოკრატიულია, მაგრამ, საქართველოში უკვე 90-იან წლებში ჩამოყალიბებულია პრეზიდენტის არჩევის ტრადიცია, რომელიც შექმნილია, როდესაც დაფუძნდა პრეზიდენტის ინსტიტუტი.

“როდესაც გვქავს უკვე ასეთი ტრადიცია, როდესაც ჩვენ როგორც მოქალაქეები და ამომრჩევლები მივეჩვიეთ იმას, რომ პრეზიდენტს ვირჩევთ, თუ შენ ამას მე მიცვლი, თუ მართმევ არჩევანის უფლებას, ეს უნდა ამიხსნა რატომ აკეთებ ამას. რა პრობლემა იქნება იმაში, რომ ჩვეულებრივმა, რიგითმა მოქალაქემ, რიგითმა ამომრჩეველმა აირჩიოს პრეზიდენტი”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება