პრეზიდენტი: შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწა და აღსრულების უმკაცრესი კონტროლია საჭირო

პრეზიდენტი: შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწა და აღსრულების უმკაცრესი კონტროლია საჭირო
10 / 05 / 2017 09:59

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტყიბულში მაღაროელების გარდაცვალებას ეხმიანება. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამდენი ტრაგედია შემთხვევად ვერ ჩაითვლება და შროის უსაფრთხოების წესების დახვეწა და აღსრულების კონტროლია საჭირო. 

"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.
ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.

სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე ტრაგედია ვერ ჩაითვლება უბრალოდ „შემთხვევად“. შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს. საჭიროა მთლიანი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ",-აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში. 

უბედური შემთხვევა ტყიბულში, მინდელის შახტის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. 4 მეშახტე დაახლოებით 400 მეტრის სიღრმეში ჩავარდა. მომხდარის გამო, აუდიტორია 115-ის წევრებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს, ისინი შრომითი ინსპექციის შექმნას მოითხოვენ. აქციის დროს დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა