გახარია ტყიბულის შახტაში მომხდარზე: არ არის მომენტი, როდესაც მტყუან-მართალი უნდა ვეძებოთ

გახარია ტყიბულის შახტაში მომხდარზე: არ არის მომენტი, როდესაც მტყუან-მართალი უნდა ვეძებოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია მინდელის შახტაში დაღუპული 4 მეშახტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მისი განმარტებით, დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციები გადაეცემა.

"დაზარელებულებისა და დაღუპულების ოჯახს ყველა სახის კომპენსირება გაეწევა როგორც კომპანიისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. რაც მთავარია, ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება. გამოძიების შედეგების შესაბამისად ყველა დამნაშავე პირი დაისჯება.

დღეს, ალბათ, არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ აქ უნდა ვეძებოთ მტყუან-მართალი. აქ არის მომენტი, როდესაც ამ ქალაქს, მაღაროელებს უნდა დავუდგეთ გვერდით. მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ოჯახებმა და მაღაროელებმა ეს ტრაგიკული დღე და მოვლენა რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ",- განაცხადა გახარიამ. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები