68 ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან - CinéDOC-Tbilisi იხსნება

68 ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან - CinéDOC-Tbilisi იხსნება
11 / 05 / 2017 10:21

11 მაისს, 19:30 -ზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კინოთეატრ ამირანში საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CinéDOC-Tbilisi საზეიმოდ იხსნება. 

ფესტივალს გახსნის ცნობილი გერმანელი კინოდოკუმენტალისტის, კაროლინ გენრაიტის გახმაურებული ფილმი - „ბედნიერი“. გახსნის ცერემონიას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად თავად რეჟისორი - კაროლინ გენრაიტი და მისი მამა, ფილმის მთავარი გმირი დაესწრებიან, რომლებიც ფილმის დასასრულს კითხვა-პასუხის სესიაში მიიღებენ მონაწილეობას. 

ფილმი „ბედნიერი“ საერთაშორისო საკონკურსო სექციაში იღებს მონაწილეობას, ესაა ფილმი 60 წლის კაცზე, რომელსაც დაბერებასთან ერთად სიმარტოვის შიში აქვს და სიყვარულის ძიებაშია. მის საპოვნელად ტაილანდში წავა და საბოლოოდ, იპოვის მას, ქალს სახელად ტუკტას, რომელიც მისი შვილის ასაკისაა. „ბედნიერი“ სიყვარულით სავსე, შეუბრალებელი, მხიარული და ძალიან პერსონალური დოკუმენტური ფილმია მამაზე და შვილზე, ბედნიერების ძიებაზე და კითხვაზე, თუ რეალურად რა არის სიყვარული 60 წელს გადაცილებული კაცისთვის, რომელსაც სიბერეში მარტოობის ეშინია. 

ფესტივალის გახსნის ცერემონიას CinéDOC-Tbilisi-ს ყველა პარტნიორი და მხარდამჭერი, როგორც ქართული ასევე უცხოური ორგანიზაცია, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები, ქართველი და უცხოელი რეჟისორები და პროდიუსერები, ჟიურის წევრები, სპეციალურად ამ ფესტივალისთვის მოწვეული სტუმრები, მათ შორის ფინელი რეჟისორი, ოპერატორი და სცენარისტი პირიო ჰონკასალო დაესწრებიან. 

წელს CinéDOC-Tbilisi-ს სტუმარი ქვეყანა ლიტვაა, სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ლიტვის კინოცენტრის დირექტორი, როლანდას კვეიტკაუსკასი თავის დელეგაციასთან ერთად ჩამოდის. საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი, CinéDOC-Tbilisi 11 მაისს ოფიციალურად გაიხსნება და 16 მაისს, დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველ მაყურებელს ექნება უნიკალური შანსი, ნახოს 68 ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. ჩვენებებს უმასპინძლებენ კინოთეატრები: რუსთაველი, ამირანი,კინოს სახლი, ღია ჩვენებებს კი მზიური და Backstage 76.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება