ფოლკლორის ცენტრში სანოტო კრებულის "აჭარული ხალხური სიმღერების" პრეზენტაცია გაიმართა

ფოლკლორის ცენტრში სანოტო კრებულის "აჭარული ხალხური სიმღერების" პრეზენტაცია გაიმართა
11 / 05 / 2017 11:31

10 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა სანოტო კრებულის ,,აჭარული ხალხური სიმღერებისა" და ოთხდისკიანი ალბომის ,,აჭარული ტრადიციული მუსიკის" წარდგინება.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, ორივე გამოცემა ერთი პროექტის - ფოლკლორის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში - განხორციელდა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით. პროექტის მიზანია აჭარის რეგიონის მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია.

სანოტო კრებული "აჭარული ხალხური სიმღერები" შეადგინეს: ლევან ვეშაპიძემ და სოფო კოტრიკაძემ. კრებულს თან ერთვის წინათქმა და მიმოხილვა - "აჭარული ხალხური მუსიკა" ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნოტებს კი, ქართულთან ერთად, ინგლისური ტრანსკრიფცია. კრებულში შესულია 45 აჭარული ხალხური სიმღერა. პროექტის ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია.

"აჭარული ტრადიციული მუსიკის" ოთხდისკიან აუდიოალბომში შესულია: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური შემოქმედების მიმართულებისა და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ფონდებში დაცული საექსპედიციო ჩანაწერები, ასევე ფოლკლორული ანსამბლების მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული აჭარული სიმღერის ნიმუშები. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი პირველად ქვეყნდება. აუდიოალბომს ერთვის თამაზ გაბისონიას ვრცელი გამოკვლევა ქართულ და ინგლისურ ენებზე, ფოტოსურათები, სიმღერების ჩამონათვალი და შემსრულებლები ხმათა მიხედვით.

პროექტის ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, შემდგენელი - მიხეილ ჯავახიშვილი, რედაქტორი - ნინო მახარაძე.
პირველი დისკი მოიცავს 22 სიმღერას, მეორე - 32, მესამე - 31, მეოთხე - 25.
პრეზენტაციას დაესწრნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, ქართული ფოლკლორის მოამაგენი და მესვეურები.

აუდიოალბომის ნიმუშებიდან სიმღერები შეასრულა ანსამბლმა ,,ბასიანმა".

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება