მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების კონკურსი იწყება

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების კონკურსი იწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 15-დან 31 მაისის ჩათვლით ბიზნესიდეების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge იქნება შესაძლებელი.

სამინისტროში განმარტავენ, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს შეეძლება, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება სჭირდება.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს ორ ძირითად ეტაპს:

1) ბიზნესიდეების წარდგენა, რომელიც 2017 წლის 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ ბიზნესიდეის განაცხადი ონლაინ ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge რის შემდეგაც მოხდება საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა. გამარჯვებულებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავს ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც;

2) შემდგომი ეტაპი ბიზნესგეგმის წარდგენას მოიცავს, სადაც მონაწილეებმა განაცხადი ისევ ვებგვერდზე: www.qartuli.ge უნდა შეავსონ, რის შემდეგაც გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორები. სწორედ ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას და ჩაუტარდებათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტრეინინგები.

დაფინანსების მექანიზმი შემდეგნაირია:

ერთი მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 5 000 ლარია

ორი მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში - 10 000 ლარი

სამი მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში - 15 000 ლარი

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, თუ ის აკმაყოფილებს შემდგომ კრიტერიუმებს:

  • არის საქართველოს სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) მოქალაქე;
  • არ არის საჯარო მოხელე;
  • არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე;
  • კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20%-იან თანხობრივ თანამონაწილეობას; მზად არის ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები