გიგაური:ფარცხალაძეს რომ ჰგონია მისი პასუხისმგებლობა არ დადგება,ეს სახელმწიფოსთვის პრობლემაა

გიგაური:ფარცხალაძეს რომ ჰგონია მისი პასუხისმგებლობა არ დადგება,ეს სახელმწიფოსთვის პრობლემაა
14 / 05 / 2017 14:32

"ჩვენ ვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას, ეს ძალიან მნიშნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე შეეხება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელს და მასზე ფაქტიურად მოხდა თავდასხმა მისი საქმიანობის გამო",-ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე იყოს მკაცრი რეაგირება, იმიტომ რომ თუკი ასე არ მოხდება ეს იქნება კონკრეტული გზავნილი დამოუკიდებელი უწყებების მიმართ, რომ მათ არ ამოიღონ ხმა კონკრეტულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს აუდიტის სამსახური მუშაობს ძალიან სენსიტიურ საკითხებზე",-განაცხადა ეკა გიგაურმა. 

ეკა გიგაურის თქმით, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით  რამდენიმე თვის წინ "საერთაშორისო გამჭრვირვალობა- საქართველო" სხვა ფაქტზე საუბრობდა, მისი თქმით ის იყო მეწილე იმ კომპანიის რომელმაც მიიღო კონტრაქტი საპარტნიორო ფონდიდან. 

"ამის შემდეგ როცა ამ ფაქტზე საუბარი დავიწყეთ, იგი ნომინალურად გამოვიდა წილებიდან. ვფიქრობ მისი საქმიანობა შესასწავლია. ის ფაქტი, რომ იგი ბევრი მოწმის თვალწინ თავს ესხმის და ჰგონია, რომ მისი პასუხისმგებლობა არ დადგება, ეს არის დიდი პრობლემა, პირველ რიგში სახელმწიფოსთავის",-განახადა ეკა გიგაურმა. 

ლაშა თორდიას შარდენზე მდებარე ბარში თავს გუშინ დაესხნენ. მისი თქმით, ოთარ ფარცხლაძემ და რამდენიმე პირმა ბარის შესასვლელის ტერიტორიაზე ცემა და ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება