თარგამაძე: არაფორმალური მმართველის საცეცმა არა კონკრეტულ პირს, არამედ მთელ პარლამენტს სცემა

თარგამაძე: არაფორმალური მმართველის საცეცმა არა კონკრეტულ პირს, არამედ მთელ პარლამენტს სცემა

"არაფორმალური მმართველის არაფორმალურმავე საცეცმა სცემა არა უბრალოდ კონკრეტულ პიროვნებას და ერთი უწყების ხელმძღვანელს, არამედ სცემა მთელ პარლამენტს, ვინაიდან აუდიტის სამსახური არის ქვემდებარე ორგანო სწორედ საქართველოს პარლამენტის და ანგარიშვალდებულია სწორედ მის მიმართ",-ასე გამოეხმაურა "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გივი თარგამაძე "გასნხვავებულ აქცენტებში" აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმას. 

"აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ არა თუ საკითხი უნდა დაისვას, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე პირადად თუ არ მოახდენს ინიცირებას საგამოძიებო კომისიის მუშაობისა, მაშინ მე ვთვლი, რომ ამის მერე ნებისმიერ ადამიანს შეუძლიათ მას დაუძახოს მონა და ის იქნება მართალი",-განაცხადა გივი თარგამაძემ. 

მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა მას შეახსენა, რო პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა მომხდარის შესახებ განცხადება და ჯერ-ჯერობით არ გამოუთქვამს მსგავსი ინიციატივა, გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ "ლეგიტიმური მონობის გზაზე დგას". 

ლაშა თორდიას შარდენზე მდებარე ბარში თავს გუშინ დაესხნენ. მისი თქმით, ოთარ ფარცხლაძემ და რამდენიმე პირმა ბარის შესასვლელის ტერიტორიაზე ცემა და ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს. 

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

15 თებერვალი, 2018

„ძალიან პოზიტიურად აღქმული და მიღებული, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და საბოლოო ცვლილებებში აისახება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები