კალაძე: არანაირ საფლავებს არ ვთხით, ქალბატონის პირად ტრაგედიას დესტრუქციული ძალები იყენებენ

კალაძე: არანაირ საფლავებს არ ვთხით, ქალბატონის პირად ტრაგედიას დესტრუქციული ძალები იყენებენ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქსანი სტეფანწმინდის მაღალი 500კვტ ელექტროგადმაცემი ხაზების პროექტის ფარგლებში  სამუშაოები საფლავების ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სიცრუა.

კახა კალაძის თქმით, ქალბატონის პირად ტრაგედიას, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილის საფლავი გათხარეს, დესტრუქციული ძალები იყენებენ. კახა კალაძე განმარტავს, რომ რეალურად, ამ ქალბატონს მართლაც ჰყავს შვილი დაღუპული, თუმცა, ის იმ სოფელში არაა დაკრძალული, სადაც სამუშაობი მიმდინარეობს. 

"საქართველოს მთავრობამ, ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით მიიღო ქვეყნოის ენერგეტიკული განვიტარების 10 წლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ელექტროგადამცემი ხაზების ქვესადგულრების მშენებლობა- რეაბილიტაციას მომავალი 10 წლის განმავლობაში.

მე მინდა ვისაუბრო კონკრეტულ პროექტზე, რომელის ამ 10 წლიანი გეგმოს ნაწილია, ეს გახლავთ ქსანი სტეფანწმინდის მაღალი 500კვტ ელექტროგადმაცემი ხაზები. ამ კონკრეტულ პროეტთან დაკავშირებით გარკვეული დესტრუქციული ძალები, ეს გახლვთ ზუსტად ის ადამიანები, რომელბიც ეწინააღმდეგებიან არამხოლოს ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას, არამედ ზოგადად ქევაყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას. ეს გახლავთ ადამიები ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნს ეკეონომიკურ განვითარებას. ბოლო თვეების განმავლობაში ამ ადამიენბს მხრიდაბ ვისმენთ ცილისმწალბელურ განცხადებებას და ცდილობენ თავიანთი დეზინფორმაციით ადგილობრივ მოსახლეობა და ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში.

ვისმენთ განცხადებებს, ცილისწამებებს თითქოს ეს ხაზები საშიშია, იწვევს მეწყერს, ვაზიანებთ გარემოს, ვაუბედურებთ ოჯახებს და ა.შ.

ეს ყველაფერი არ იკმარეს და ბოლო ორი დღის განმავლობაში გვაბრალებენ ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებებს, თითქოს ჩვენ მოვთხარეთ საფლავები, ამოვყარეთ მიცვალებულები და მათ შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე.

მე მინდა დაგანახოთ ამ დესტრუქციული ძალების რეალური სახე. ალბათ, ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ იხილა კადრები, როდესაც სოფელ მუკუდაში მიმიდინარეობდა სამუშაოები, სადაც ერთ-ერთი ქალბატონი ტიროდა თავის გარდაცვლილ შვილს, თითოქს ჩვენ მისი შვილსი საფლავის გათხრა დავიწყეთ.

ამ ქალბატობმა გუშინ გააკეთა განცხადება, ეს ქალბატონი გახლავთ ნინო წიკლაური, მას მართლაც ჰყვას გარდაცვილი შვილი, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა და კიდევ ერთხელ გულწრეფალდ მინდა მიუსამძიმრო და ვიზიარებ ამ ქაბატონის მწუხარებას. კაგად მესმის თუ რამდენად მძიმეა დედისთვის შვილის სიკვიდილი, რადგან მეც შვილმკვდარი დედა მყავს ოჯახში.

მინდა უბრალოდ დაგანახოთ როგორ იყენებს დესტრუქციული ძალები ასეთი ქალბატონის პირად ტრაგედიას თავისი ბოროტი ზრახვებისთვის, ეს ამორალური, უზნეო საქციელია ამ დესტრუქციული ძალების მხრიდან. ჩვენ დავარწმუნეთ მოსახლეობა და საზოგადოება იმაში, რომ ჩვენ არანაირ საფლავებს არ ვთხრით და აქ არსებობს კადრები და არსებობს რუკა სადაც მიმდინარეობს სამუშაობი და სად არის საფლავები და მეორე რაც მნიშნელოვანია ძალიან, ეს ქალბატონი, ნინო წიკლაური რომელიც იმყოფებოდა სოფელ მუგუდაში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და ტიროდა, რომ თავისი შვილი იქ იყო დამარხული, ეს არის არასწორი ინფორმაცია, ეს ქალბატონი ცხოვრობს სოფელ ხანდოში და მისი გარდცვლილი შვილი დაკრძალულია სოფელ ხანდოს წინამარხის სასაფლაოზე.

ძალიან მძიმეა, სამწუხაროა, როცა ასეთ ამორალურ ქმედებებს და ამ ქალის პირად ტრაგედიას იყენებენ თავიანთი ბოროტი ზრახვებისთვის.

მინდა დავარწმუნო როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომ არც ერთი ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების გადადგმული არ ყოფილა ვინმეს საზიანოდ და ასე იქნება მომავალში.

ეს არის სახელმწიფოსთვის სასარგებლო მშენებლობები, ეს არის დამოუკიდებელი და ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყნისკენ სავალი გზის ერთ-ერთი ეტაპი. როცა ვსაუბრობთ ქვეყნის წინსვლაზე, განვითარებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შემქნაზე, ზუსტად ასეთი სამუშაოების განხორციელებითაა ეს ყველაფერი შესაძლებელი.

მიუხედავად გარე თუ შიდა მტრებისა, ჩვენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ვმუშაობთ და ვიმუშავებთ ყოველთვის",-განაცხადა კახა კალაძემ. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები