ნადირაძე: ესაა დოკუმენტი რომლითაც დასტურდება, რომ ფარცხალაძე ერთ დღეში გახდა მილიონერი

ნადირაძე: ესაა დოკუმენტი რომლითაც დასტურდება, რომ ფარცხალაძე ერთ დღეში გახდა მილიონერი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებთან გარკვეული დოკუმენტები წარადგინა, რომლითაც მისი თქმით, დასტურდება, რომ კომპანიას რომელიც 2010 წლიდან ითხოვდა მიწის ადგილმონაცვლეობას დაჩქარებული წესით, კანონდარღვევით მოუნაცვლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ კომპანიის მფლობელი ოთარ ფარცხალაძე გახდა.

"ბატონი ფარცხალაძე საკუთარი ხელმოწერით ითხოვს მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ ამ მიწაზე 4  20 სართულიანი კორპუსის მშენებლობას, სადაც დაგეგმილი იყო რეკრეაციული და მწვანე სივრცეების შექმნა. 

ესაა დოკუმენტი რომლითაც დასტურდება, რომ ფარცხალაძე ფაქტიურად ერთ დღეში გახდა მილიონერი და ახლა ის მზად არის და ითხოვს მერიისგან, რომ თავის მილიონებს კიდევ მილიონები შეემატოს მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ და ყველას ვინც მას ამ გზაზე გადაეღობება გაუსწორდეს მსგავსი ძალადობრივი მეთოდებით, როგორც ის გაუსწორდა ბატონ თორდიას.

ჩვენ მოვითხოვთ ბატონი ნარმანიასგან ნუ ჩაიდენს ის მორიგ დანაშაულს და შეაჩეროს აღნიშნული საკითხის განხილვა და გაითვალისწინოს მოსახლეობის ინტერესები, ნუ ჩადგება კვლავ ქართული ოცნების დანაშაულებრივი ინტერესების დაცვაში და ნუ დაიწყებს კვლავ მართლებას, როგორც იყო ეს ნაზღაიძის და სხვა შემთხვევებში",-განაცხადა ირაკლი ნადირაძე. 

ვლადიმერ ჯანჯღავას მიერ "ბადაგონში" ჩადებული 20 მილიონიანი ინვესტიციის ამბავი - დოკუმენტები და მტკიცებულებები...

ვლადიმერ ჯანჯღავას მიერ "ბადაგონში" ჩადებული 20 მილიონიანი ინვესტიციის ამბავი - დოკუმენტები და მტკიცებულებები...

13 აპრილი, 2018

"ბადაგონის" საქმეს კვლავ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. ამასობაში მოდავე მხარეები საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობენ. ბადაგონის ერთადერთი ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა დოკუმენტებს აქვეყნებს, როლის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები