ზაზა ბიბილაშვილი: პროკურატურა ფარცხალაძის დანაშაულის დაფარვის ოპერაციაშია ჩართული

ზაზა ბიბილაშვილი: პროკურატურა ფარცხალაძის დანაშაულის დაფარვის ოპერაციაშია ჩართული

"ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს მთავარი პროკურატურა და ძალოვანი უწყებები ჩართული არიან დანაშაულის დაფარვის ფართომასშტაბიან ოპერაციაში. საუბარია დანაშაულზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძემ და მისმა ამალამ რამდენიმე დღის წინ ჩაიდინა, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სრულიად თავხედურად, ცინიკურად, სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებით სცემეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას",- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პირველ რიგში, მივმამრთავ პროკურატურისა და ძალოვანი უწყებების რიგით თანამშრომლებს. მინდა, გააცნობიეროთ, რომ ფარცხალაძის დანაშაული არ არის თქვენი დანაშაული, მაგრამ ის, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, ფარცხალაძის დანაშაულის დაფარვა, არის თქვენი დანაშაული. ივანიშვილის კლანი და ეს რეჟიმი ძალიან მალე მოშორდება ქვეყანას და ნუ იზამთ ისე, რომ ვერ ჩახედოთ თვალებში თქვენს შვილებს და ამის ნაწვლად მოგიწიოთ, რომ თვალებში ჩახედოთ მართლმსაჯულებას. რაც შეეხება ამ საქმის ფორმალურ ნაწილს. მინდა მივმართო პროკურატურის ფორმალურ ხელმძღვანელობას და მოვითხოვო სამი რამ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით და ქართულ საზოგადოებასთან ერთად.

პირველ რიგში, უნდა მოხდეს დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ყველა ფირის გასაჯაროება, ყოველგვარი შელამაზების გარეშე საზოგადოებამ უნდა ნახოს, რა მოხდა შარდენზე "ელ ცენტროში" სამი დღის წინ.

მეორე, უნდა მოხდეს ამ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების გადაკვალიფიცირება და ნაცვლად იმ მსუბუქი მუხლისა, რომელიც პროკურატურამ წინასწარ შეარჩია იმისთვის, რომ მისი არაფორმალური მმართველი და ივანიშვილის შვილის ძმაკაცი სუფთაზე გამოიყვანოს, მოხდეს დანაშაულის გამოძიება ადეკვატური მუხლით.

მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, პროკურატურამ მოითხოვოს ოთარ ფარცხალაძის წინასწარი პატიმრობა. თუ ოდესმე რომელიმე დანაშაულში გამართლებულია წინასწარი პატიმრობის გამოყენება ზუსტად ეს არის შემთხვევა, როდესაც დანაშაულში ბრალდებული უნდა იქნეს წინასწარი პატიმრობის საკანში, ვინაიდან ეს არის პიროვნება, რომელიც რეალურად აკონტროლებს მთელ პროკურატურის სისტემას და არა მხოლოდ გავლენას მოახდენს გამოძიებაზე, არამედ თავად წარმართავს გამოძიებას. ის დააშინებს მოწმეებს, შეცვლის მტკიცებულებებს და დააყენებს იმ სურათს, რომელიც მას და ივანიშვილის მაფიოზურ კლანს უნდა, რომ დადგეს ამ საქმეზე.

"ქართული ოცნების" პირობებში დანაშაულის სტანდარტი არის ის, რომ სამი ბიჭი სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ციხეში, როდეაც ერთ-ერთ დეპუტატს შემოახიეს საყელო. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, არამედ კრიმინალურ, მაფიოზურ სინდიკატთან",- განაცხადა ბიბილაშვილმა. 

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

15 თებერვალი, 2018

„ძალიან პოზიტიურად აღქმული და მიღებული, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და საბოლოო ცვლილებებში აისახება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები