შემოსავლების სამსახური: 19 996 ლარის საქონელი პირს ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა

შემოსავლების სამსახური: 19 996 ლარის საქონელი პირს ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 8 მაისს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

"ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ 19 996 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა",-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები