"Aerosmith"-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებით მატარებლები დაინიშნება

"Aerosmith"-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებით მატარებლები დაინიშნება

„Black Sea Arena“-ზე ჯგუფ “Aerosmith” კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი ორი STADLER-ის ტიპის ელექტრომატარებელის დანიშვნასთან ერთად საქართველოს რკინიგზა 20 მაისს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის და უკუ მიმართულებით ნიშნავს მატარებლებს, რომლებიც ამ მარშრუტზე შემდეგი გრაფიკით იმოძრავებენ:

კენტ რიცხვებში: მატარებელი №7001 ბათუმიდან გავა 16:00, ქობულეთში იქნება 16:18- 16:21, ხოლო ურეკში ჩავა 16:46. სამგზავრო მატარებელი №7003 ბათუმიდან გავა 18:10 ქობულეთში იქნება 18:28-18:31, ურეკში ჩავა 18:56. მატარებელი №7005 ბათუმიდან გავა 21:30, ქობულეთში ჩავა 22:01-22:04, ურეკში იქნება 22:22.

ლუწ რიცხვებში: მატარებელი №7002 ურეკიდან გამოვა 17:05, ქობულეთში იქნება 17:27- 17:31, აღნიშნული მატარებელი ბათუმში ჩავა 17:50. მატარებელი №7004 ურეკიდან გავა 19:35 ქობულეთში იქნება 20:05-20:09, ბათუმში ჩავა 20:27. სამგაზვრო მატარებელი №7006 ურეკიდან გავა 0;15, ქობულეთში ჩავა 0:39-0:43 და ბათუმში იქნება ღამის 1:01.

აღნიშნულ სამგზავრო მატარებლებზე ბილეთის ღირებულება ბიზნეს კლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა შესაძლებელია 6 ლარად. I და II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი.

ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

 სააკაშვილი: "ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ, სამაგიეროდ ახლა "თავისუფლად ვსუნთქავთ"?

სააკაშვილი: "ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ, სამაგიეროდ ახლა "თავისუფლად ვსუნთქავთ"?

18 მაისი, 2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტი facebook-ის გვერდზე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებს და მისი ხელისუფლების პერიოდში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს. სააკაშვილის ცნობით, 2012 წელს სახელმწიფო ვალი მშპს 32 % შეადგენდა, ხოლო ახლა 43%-ია. "აჰა, ქოცებო...

ახალი სტატიები