"ძალიან ცუდ თამაშს თამაშობს მერია"-აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები მერიასთან აქციას გეგმავენ

"ძალიან ცუდ თამაშს თამაშობს მერია"-აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები მერიასთან აქციას გეგმავენ

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები მერიასთან აქციას გეგმავენ. მშოლების უკმაყოფილება აუტიზმის ქვეპროგრამაში ცვლილებების განხორციელების დაანონსებამ გამოიწვია. ერთ-ერთი მშობელი, ორგანიზაციის "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელი მარი კოკოტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ცვლილებებით 7 წელზე ზევით აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის დაფინანსებული სეანსების რაოდენობა შემცირდება. 

"მერიამ ისე ჩუმად აწარმოა მოლაპარაკებები სერვისპროვაიდერებთან, რომ მშობლებს არც კი გაგვაგებინა. სერვისპროვაიდერების რეკომენდაციების გათვალისწინებით 7 წლის ზევით აუტიზმის მქონე ბავშვებს 20 საათის ნაცვლად 15 საათს დაუფინანსებენ თურმე. რატომ გადაწყვიტეთ ჩვენი შვილების ბედი ისე, რომ ჩვენ არც კი გვითხარით, რატომ არცერთმა პროვაიდერმა არ გვითხრა ამის შესახებ, მაშინ როდესაც ძალიან კარგად იცით რამდენს ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის?! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ, მშობლები სრულიად მარტო ვართ და კაციშვილი არ გვიდგას გვერდში 

ძალიან ცუდ თამაშს თამაშობს მერია, მშობლებს ნუ დაგვცინით და ჩვენს ნერვებს ნუ ცდით. ნუ გააკეთებთ ისე, რომ 600 გამწარებული მშობელი მოვვარდეთ მერიაში!!!

ეს ცვლილებები უნდა გადაეგზავნოს საკრებულოს და საკრებულომ უნდა დაამტკიცოს საბოლოოდ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. სავსებით შესაძლებელია ხვალვე მოხდეს ამის დამტკიცება ამიტომ ხვალ დილას 11 საათზე ვგეგმავთ მაშტაბურ აქციას მერიის წინ და ვითხოვთ შეხვედრას, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ გადაწყვეტილების გაუქმება.

მივმართავვ ბატონ Irakli Pavlenishvili-ს, ყველაზე ჰუმანურ ადამიანად ვთვლი, იმ საჯარო მოხეელბს შორის, ვისთანაც კი მქონია შეხება. ძალიან გთხოვთ არ დაამტკიცოთ ეს დადგენილება, სანამ მერიას არ შევხვდებით და ამ გადაწყვეტილებას არ შევაცვლევინებთ. ასევე მივმართავ Rati Ionatamishvili რატი შენ ხარ ჩვენი ხმა პარლამენტში და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვა ეს!

P.S. დიდი იმედი მაქვს ყველა მშობელი გააანალიზებთ ამ ვითარებას და ერთმანეთს არ დავერევით, რაც სწორედ მერიის ინტერესებშია!"-წერს მარი კორკოტაძე. 

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

27 ივლისი, 2017

"საოცრად არაეთიკური იყო გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა! ორმაგად სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ არ გამკვირვებია!",-საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძისა და პარლამენტის...

ახალი სტატიები