ომბუდსმენი: ბევრ კითხვას აჩენს, თუ რატომ არ დაკითხეს ფარცხალაძე დაუყოვნებლივ

ომბუდსმენი: ბევრ კითხვას აჩენს, თუ რატომ არ დაკითხეს ფარცხალაძე დაუყოვნებლივ
18 / 05 / 2017 12:24

"ჩვენ საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ აღნიშნული საქმის შესწავლა. თავისთავად ის ფაქტი, რომ მხოლოდ გუშინ მოხდა ფარცხალძის დაკითხვა ბევრ კითხავს აჩენს, თუ რატომ არ მოხდა დაუყოვნებლივ მის დაკითხვა",- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საქმე სწავლობს და მალე ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

"როდესაც საუბარია განცხადებაზე, რომელსაც აკეთებს ერთ-ერთი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი, მე ვფიქრობ დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო რეაგირება ამ განცხადებაზე. ჩვენ გამოძიებას თვალ-ყურს მივადევნებთ. ცოტა ხანში ძალიან ბევრ საკითხზე გვექნება ინფორმაცია და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

იმედი მაქვს, ეს გამოძიება გონივრულ ვადაში დასრულდება. თუ, რა თქმა უნდა, ეს გამოძიება არ დასრულდა და კიდევ ერთი გაწელილი საქმე არ მივიღეთ. დღის წესრიგში დგება სხვა ფორმატში ამ საქმის შესწავლის აუცილებლობა. მათ შორის შესაძლოა იყოს დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში. მე ვფიქრობ, რომ გამოძიებას კიდევ რამდენიმე დღე უნდა მივცეთ",- განმარტა ნანუაშვილმა. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება