26 მაისს "ვეფხისტყაოსნის" ახალ ხელნაწერ წიგნში მსურველს ხელით ერთი სტროფის ჩაწერა შეეძლება

26 მაისს "ვეფხისტყაოსნის" ახალ ხელნაწერ წიგნში მსურველს ხელით ერთი სტროფის ჩაწერა შეეძლება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს, ნებისმიერ მსურველს საშულება ექნება ხელით ერთი სტროფი ჩაწეროს "ვეფხისტყაოსნის" ახალ ხელნაწერ წიგნში.

"რამდენიმე თვის წინ, მთავრობის სხდომაზე 15 მაისი განისაზღვრა შოთა რუსთაველის დღედ, რომელიც პირველად ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე აღნიშნეს.
გარდა ამისა, კულტურის სამინისტროს საკმაოდ საინტერესო ინიციატივა გახლავთ 21-ე საუკუნეში გადაგვეწერა „ვეფხისტყაოსანი“, ანუ შეგვექმნა ხელნაწერი წიგნი, რომლის დიზაინიც მხატვარმა ქეთი მატაბელმა შექმნა.

სწორედ ახალციხეში დაიწყო გადაწერის პროცესი. წიგნი 26 მაისამდე სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, რომ ერთი სტროფი გადაწეროს და თავისი წვლილი შეიტანოს პროექტში. გადაწერა საზეიმოდ რუსთაველის გამზირზე დასრულდება, სადაც ნებიმიერ მსურველს საშულება ექნება, რომ თავის ხელით ერთი სტროფი ჩაწეროს ახალ ხელნაწერს წიგნში",- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღინიშნება.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები