ალექსანდრე ჯეჯელავა: სასკოლო ბანაკებში მხოლოდ წარჩინებული მოსწავლეები აღარ მოხვდებიან

ალექსანდრე ჯეჯელავა: სასკოლო ბანაკებში მხოლოდ წარჩინებული მოსწავლეები აღარ მოხვდებიან
18 / 05 / 2017 13:57

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბანაკებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი აკადემიური მოსწრების ბავშვს უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, შესაძლოა ბავშვების შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდეს.

„ეს ბანაკები მოსწავლეებისთვის არის უფასო, ყველა რაიონიდან ხდება მოსწავლეების შერჩევა. აქამდე მხოლოდ აკადემიური მოსწრება იყო ასეთი შერჩევის საფუძველი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს სჭირდება სოციალური უნარების განვითარება, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ათოსნების და ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის.

ალბათ, მოგვიწევს შემთხვევითობის შემოტანა იმიტომ, რომ როგორც კი რაიმე კრიტერიუმი შემოგვაქვს მაშინვე რაღაც ფილტრი ჩნდება. ამიტომ ჩვენი სურვილი არის, რომ სოფლებში მცირე სკოლებიდან, სადაც მატერიალური შესაძლებლობა ოჯახებს არ აქვთ, ბანაკებში გააგზავნონ თავისი შვილები, ამაზე გვექნება აქცენტი.

რაღაც კვოტა წარჩინებულ მოსწავლეებს ექნებათ, არ დავუკარგოთ მათი დამსახურება. თუმცა გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა 7-8-9 კლასელი ამ სამ კლასზეა აქცენტი, ყველა მოხვდეს ბანაკში, ყველას ჰქონდეს საშუალება მიიღოს მონაწილეობა. ეს რაოდენობა ძალიან მაღალია. ლაპარაკია 100-ათასამდე ბავშვზე, როცა შარშანდელი ციფრი გვაქვს მხოლოდ 3-4 ათასი. ანუ ძალიან მასშტაბურ ზრდაზეა საუბარი. ერთი ბავშვის 1 დღე ბანაკში წაყვანა ჯდება დაახლოები 60 ლარი, ანუ დაახლოებით, ასეთ თანხებზეა საუბარი. აქ ტენდერებზე მივდივართ, რა თქმა უნდა. იგივე კვების შესყიდვაში. ყოველ კონკრეტულ ბანაკში სხვადასხვა სიტუაციაა“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა