ჯეჯელავა: იმ პატრიოტთა ბანაკებს პატრიოტიზმთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა

ჯეჯელავა: იმ პატრიოტთა ბანაკებს პატრიოტიზმთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა
18 / 05 / 2017 13:59

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის ბანაკების რაოდენობა გაიზრდება და ანაკლიის ბანაკის გარდა 3 ახალი ბანაკი იქნება. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ახალი ბანაკებიდან 2 თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გაკეთდება. ეს იქნება ქუთაისის კადეტთა სასწავლებელში და მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რაც ბავშვებში პატრიოტიზმის გრძნობის გაღვივებას შეუწყობს ხელს.

"ის პატრიოტთა არ იყო, იმიტომ რომ პატრიოტიზმთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ვფიქრობ, რომ სამხედროებთან ურთიერთობა არის ყველაზე მეტად პატრიოტული, რაც შეიძლება ამ შეთხვევაში გაკეთდეს და მოხდეს. ამიტომ, კადეტებთან და სამხედრო ნაწილში ამის გაკეთების იდეა პატრიოტული გრძნობის გაღვივებაა.

საბოლოო ჯამში, ეს ბანაკები არის ბავშვების სოციალური უნარების განვითარებისთვის. ანუ, რაიმე კონკრეტული სათაური ეს ან მხოლოდ პატრიოტიზმზე მორგებული, ან კარგად სწავლის ბანაკები, ან საერთაშორისო ფასეულობების ბანაკები, ასე არ არის. ეს ბანაკები არის ამ ხალხის განვითარების ხელშეწყობისთვის", - განაცხადა ჯეჯელავამ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა