საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
18 / 05 / 2017 16:59

საქართველოს რკინიგზა რუსთვი ორის მიერ მომზადებული სიუჟეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

"ტელეკომპანია რუსთვი ორის მიერ მომზადებული სიუჟეტის საპასუხად გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს რკინიგზა ახორციელებს თავის საქმიანობას წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, კომნპანია მუდმივად აწარმოებს ანგარიშგებებს რომელსაც ითვალისწინებს, როგორც ქართული კანონმდებლობა, ასევე ლონდონის საფონდო ბირჟა. საქართველოს რკინიგზის აუდიტორი გახლავთ მსოფლიოს ოთხეულში შემავალი „კეიპიემჯი“, ხოლო იურიდიულ კონსულტაციებს გვიწევს კომპანია „დეკერტი“. საქართველოს რკინიგზას ლოჯისტიკური საქმიანობისთვის აქვს დაფუძნებული შვილობილი კომპანიები: „GR ტრანზიტი“, „GR ლოჯისტიკა და ტერმინალები“, “GR ტრანზიტ ლაინი“, „GR ტრანს შიფმენტი“ ამ კომპანიების 100%-იანი წილის მფლობელი არის სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზა” და შესაბამისად, მათი ფინანსური საქმიანობის კონსოლიდირება ხდება საქართველოს რკინიგზის ფინანსურ ანგარიშგებებში. თითოეული ეს კომპანია დარეგისტრირებულია საქართველოში ქართული კანონმდებლობის საფუძველზე. 16 მაისს მომზადებული სიუჟეტი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, სიუჟეტში მოცემული ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულ კომპანიათა სარეგისტრაციო მონაცემები არის საჯარო რეესტრში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის",-აღნიშნულია განცხადებაში. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება