სამტრედიაში საკონსტიტუციო საყოველთაო განხილვა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო

სამტრედიაში საკონსტიტუციო საყოველთაო განხილვა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო

ხმაურის და კამათის ფონზე დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სამტრედიაში. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილს გამოსვლისას მოქალაქემ სიტყვა შეაწყვეტინა და "ევროპული საქართველოს" წევრებს სერგო რატიანსა და აკაკი ბობოხიძეს დარბაზის დატოვება მოსთხოვა.

მოქალაქემ მათ ასე მიმართა: "თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხს ღირსება წაართვით, "ქართულმა ოცნებამ" კი ეს ღირსება მოქალაქეებს დაუბრუნა". მოქალაქის ამ განცხადებას პასუხი მოჰყვა "ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის მხრიდან, რამაც დარბაზის გაღიზიანება გამოიწვია და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

მანდატურის სამსახურმა სიტუაციის განეიტრალება მალევე შეძლო და ამ წუთებში განხილვა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

23 მაისი, 2018

ეროვნული სატყეოს სააგენტოს, შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, გორში, ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ...

ახალი სტატიები