ბობოხიძე რწმუნებულს: თუ არ იქნებოდი ენმ-ის წევრი,ვერ დასაქმედებოდი,რით განსხვავდებით ამისგან?!

ბობოხიძე რწმუნებულს: თუ არ იქნებოდი ენმ-ის წევრი,ვერ დასაქმედებოდი,რით განსხვავდებით ამისგან?!

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაგარძელდა სამტრედიაში საკონსტიტუციო განხილვა "ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლისას.

ბობოხიძემ მასთან დაპირისპირებულ მოქალაქეზე რომელმაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ ეს ქალბატონი სამტრედიის ერთ-ერთი სოფლის ქვედა უბნის რწმუნებულია, ის არის საჯარო მოხელე და არ აქვს უფლება ასე საჯაროდ გამოხატავდეს მის სიძულვილს ოპონენტების მიმართ.

"ეს ქალბატონი არის ქვედა უბნის სოფლის რწმუნებული. მას აქვს უფლება არ ვუყვარდე, მაგრამ ამას არ უნდა გამოხატავდეს საჯაროდ. ამას მეუბნება მე, პარლამენტის წევრს და წარმოიდგინეთ რას უზამს მის თანასოფლელებს, რომლებიც "ნაცმოძრაობის" და ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები არიან.

2003 წელს დამარცხებული პარტია გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან და 2003 წლიდან შეიქმნა სიტუაცია თუ არ იქნებოდი ნამოძრაობის წევრი, ვერ დასაქმდებოდი საჯარო სამსახურში, გამეცით პასუხი, რითი განსხვავდებით თქვენი სიძულვილით და მოქმედებით ოპონენტების მიმართ, როგორც ხდებოდა მაშინ",-ასე მიმართა აკაკი ბობოხიძემ მასთან დაპირისპირებულ ქალბატონს, რომელმაც მას და მისი გუნდის წევრს, სერგო რატიანს დარბაზის დატოვება მოთხოვა.

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები