მერია: მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში ცვლილებები იგეგმება

მერია: მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში ცვლილებები იგეგმება
19 / 05 / 2017 18:19

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის’’ მოქმედ რედაქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტი მოამზადა და დასადგენად საკრებულოს წარუდგინა.

მერიის ინფორმაციით, ახალი პროექტის თანახმად, დადგინდება მწვანე ნარგავების მოჭრის ნებართვის გაცემის წესი და პირობები, საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები, ასევე, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირისათვის საჭირო პირობები/კრიტერიუმები და მწვანე ნარგავების გადარგვისათვის საჭირო კრიტერიუმები.

მერიაში განმარტავენ, რომ მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, ახალი წესი დეველოპერის მიერ საკომპენსაციო რგვებს ითვალისწინებს და აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე ნარგავების შემდგომ მოვლა-პატრონობაზე მონიტორინგს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უშუალოდ განახორციელებს. გ

არდა ამისა, ახალი პროექტის თანახმად, გადარგვის პირობებს შეითანხმებს და შემდგომში მონიტორინგს განახორციელებს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, რასაც ძველი რედაქცია არ ითვალისწინებდა. ამასთან, წესის დამტკიცების შემთხვევაში, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური შექმნის მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე უფლებამოსილ ექსპერტთა მონაცემთა ბაზას და მხოლოდ ის ექსპერტები შეძლებენ დარეგისტრირებას, რომლებიც დააკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს და წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას.

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას არ დაექვემდებარებიან ის ექსპერტები, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ან გაცემული დასკვნის სიყალბე დადგინდება. შესაბამისად, მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვაზე ნებართვა არ გაიცემა, თუ დაინტერესბეული პირი ვერ წარმოადგენს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ექსპერტის მიერ მწვანე ნარგავების შეფასებაზე გაცემულ დასკვნას, რაც ერთგვარი პრევენციული ღონისძიებაა. მერიის ცნობით, „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის’’ პროექტი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილების თანახმად, დადგენილ ვადაში მომზადდა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა