ჯანელიძე: ევროინტეგრაციის დღის წესრიგი საგზაო რუკაა და მას ქვეყანა მაღალი სტანდარტებისკენ მიჰყავს

ჯანელიძე: ევროინტეგრაციის დღის წესრიგი საგზაო რუკაა და მას ქვეყანა მაღალი სტანდარტებისკენ მიჰყავს
19 / 05 / 2017 18:36

ნიქოზიაში, ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე და მათ მოსაგვარებლად ევროპის საბჭოს როლზე. ამასთანავე, მონაწილეებმა იმსჯელეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, კულტურული ძეგლების განადგურებისა და მიგრაციის საკითხებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტერიალის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება. როგორც მინისტრმა აღნიშნა დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია და ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო განზომილებაში გადავიდეს პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე.

"მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, სასამართლო სისტემის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა პატივისცემა - საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტებია. მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ საქართველომ თანმიმდევრული და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი წარმოადგენს საგზაო რუკას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უფრო მაღალი სტანდარტისკენ მიჰყავს.

საქართველოს ძირეული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით, მტკიცედ გვწამს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო მონიტორინგის ეტაპიდან პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე გადავიდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განზომილებაში. ეს დამსახურებელი პროგრესი იქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის და ასევე სტიმული დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა შემდგომი დაცვის მიმართულებით"- აღნიშნა მინისტრმა.

მიხელ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო 2017 წლის 3 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ერთადერთი სუვერენული სახელმწიფო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ამჟამად ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას, რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების გამო.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ანგარიში გახდა მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილი და სხდომის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ გენერალური მდივნის ანგარიშს, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

მინისტერიალზე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოსვლებში, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს მასზე ნაკისრი ვალდებულებები.

მინისტერიალზე მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ჩეხეთის რესპუბლიკას. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა მისი თავმჯდომარეობის პერიოდისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხები, რომელთა შორისაა საზოგადოების ყველაზე სუსტი ჯგუფებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სამართლის უზენაესობის გაძლიერება, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდა პორტუგალიის, ლატვიისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებს. შეხვედრებზე განხილული იქნა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისათვის, მათ შორის ევროპის საბჭოს ფორმატში.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება