სააგენტო: მოკლული მირანდა ვაჩეიშვილის ბავშვებთან ფსიქოლოგის მუშაობის საჭიროება არ გამოკვეთილა

სააგენტო: მოკლული მირანდა ვაჩეიშვილის ბავშვებთან ფსიქოლოგის მუშაობის საჭიროება არ გამოკვეთილა

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისში სავარაუდოდ ყოფილი ქმრის მიერ მოკლული მირანდა ვაჩიშვილის ოჯახათან სოციალური მუშაკები აქტიურად მუშაობენ. სააგენტოში "აიპრესს" დაუდასტურეს, რომ ბავშვებთან ფსიქოლოგს არ უმუშავია, რადგან ამის აუცილებლობა სოცმუშაკების მხრიდან არ გამოკვეთილა და ამასთამ, ოჯახის სრულწლოვანმა წევრებმაც უარი თქვეს ფსიქოლოგზე. 

"ფსიქოლოგს ბავშვებთან არ უმუშავია, რადგან ჯერ ერთი სოცმუშაკების მიერ ამის აუცილებლობა და საჭიროება არ გამოკვეთილა და მეორეც- ამ ყველაფრის მიუხედავად ოჯახის სრულწლოვანმა წევრებმა, მათ შორის 12 წლის ბიჭის მამამ უარი თქვეს ფსიქოლოგზე- განაცხადეს რომ ამის არც საჭიროება იყო და არც ამის დრო ჰქონდათ....

რაც შეეხება ზოგადად ამ ბავშვებთან მუშაობას, ვაკე საბურთალოს რაიონის სოცმუშაკების დახმარებით ბავშვებს მოუწესრიგდათ საბუთები,რათა მიიღონ მარჩენალდაკარგულის პენსია.

ერთ-ერთ ბავშვს- 12 წლის ბიჭს ჰყავს მამა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, აქცევს ყურადღებას და აპირებს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარ ოჯახში წაიყვანოს, ეს კაცი მზადაა ყურადღება მიაქციოს დანარჩენ გოგონებსაც და მუდმივად ჰქონდეთ ურთიერთობა დედ-მამიშვილებს.... მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც უმცროსი გოგონას-1,3 წლის ბავშვის მამაა, სოციალური სამსახურის მიმართის საფუძველზე შეეზღუდება მშობლის უფლება.

პატარა გოგონა ჯერ-ჯერობით ისევ დებთან ერთადაა, სოციალური სამსახური აკვირდება და მუშაობს ოჯახთან, თუ უფროს დებს გაუჭირდებათ პატარა გოგონას მოვლა, შესაძლოა ბავშვი დროებით განთავსდეს მინდობით აღზრდაში. ამასთანავე, სოც.სამსახურის შუამდგომლობით საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოჯახს გადასცა 1000 ლარი- სხვადასხვა საჭიროებებისთვის",-განმარტავენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. 

გადაცემა "რეაქციაში" მირანდა ვაჩეიშვილის მეგობარმა ქეთი პაპუნაშვილმა ბავშვებთან ფსიქოლოგის მუშაობის საჭიროებაზე ისაუბრა. 

"დღემდე ამ ბავშვებთან არ მისულა ფსიქოლოგი, იქნებ ვინმემ ვისაც ეხება... სოციალური სამსახური იყო მისული, ბავშვებს სავარაუდოდ დაეხმარებიან ოღონდ ჩვენ მათ მეგობრებს და ნათესავებს არ გვაქვს საკმარისი რესურსი, არ ვართ ფსიქოლოგები, მინდა ვთხოვო სახელმწიფოს ამ ოთხ ბავშვს.. ესეც უნდა ვთქვა, ეს ბავშვები მირანდას არ ყავდა ოთსივე შვილი ამ კაცისგან, ეს მეორე ქმარი იყო, ამ ბავშებს ჯერ გარდაეცვალათ მამა, რომელიც მოღვაწეობდა მონასტერში, ბერად იყო აღკვეცილი, მამის 40-ზე გაიგეს დედის სიკვდილის ამბავი და ამ ბავშებთან ფსიქოლოგი არ მისულა, რას მიკეთებს სახელმწიფო ამ შემთხვევაში?",-განაცხადა ქეთი პაპუნაშვილმა. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები