მარიამ ჩიქობავა: მომავალი წელს, მე-3 კლასიდან ბავშვები "მე და საზოგადოებას" ისწავლიან

მარიამ ჩიქობავა: მომავალი წელს, მე-3 კლასიდან ბავშვები "მე და საზოგადოებას" ისწავლიან

"განათლება ერთადერთი გზაა ნამდვილად ასეთი ტიპის პრობლემების დასაძლევად და ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად",-ამის შესახებ გადაცემა რეალურ სივრცეში ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ ჰომოფიბიასთან ბრძოლის გზებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტრო ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. 

"სამართლებრივ დონეზე შეიძლება ითქვას ეს საკითხი მოწესრიგებულია, იმიტომ რომ კანონი ზოგადი, უმაღლესი განათლების შესახებ, მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, ეროვნული სასწავლო გეგმა შეიძლება ითქვას გაჯერებულია ანტიდისკრიმინაციული ელემენტებით, თუმცა მეორეა რა ხდება რეალობაში. 

სკოლა არის ამ საზოგადოების ნაწილი და ვერ იქნება მართლა მოწყვეტილი და დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რაც საზოგადოებაში, ძალადობა არის მართლაც პრობლემა, მაგრამ აქ მთავარია გადაიდგას პერმანენტული, მუდმივი ნაბიჯები ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანი პედაგოგების როლი, ხშირად მართლაც ხდება, რომ პედაგოგები ხდებიან მოძალადეები გაუცნობიერებლად, აქ ფიზიკურ ძალადობაზე არაა საუბარი...

სწორად ახლა მთავრდება მთელი ციკლი გადამზადების, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრი ამზადებს პედაგოგებს ამ ნიშნით, ჰომოფობიას არ ვგულისმობ ამ შემთხვევაში, ზოგადად ძალადობის თემა და ბულინგი სკოლებში ტრიალებს ეს თემა. ფაქტიურად ყველა სკოლასთან მოხდა შეხება და ძალადობის პრევენციაზე პასუხისმგებელი პირი გამოიყო. 

პრევენციის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშნელოვანია განათლების როლი,ამ მხრივ შეიძლება ითქვას, სამოქალაქო განათლებას აქვს გადამწყვეტი როლი. ეს დიდი ხანი არაა რაც შემოსულია, 10 წელს ითვლის, თავიდან ძალიან არასერიოზული მიდგომა იყო. ახლა მე-9 და მე-10 კლასებში ისწავლება, რაც ვთვლით, რომ ძალიან არასაკმარისია, ეს უნდა იყოს დაწყებითი საფეხურიდანვე, მომავალი სასწავლო წლის გეგმა რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება,მე-3 კლასიდან დაიწყებს უკვე, ასეთი საგანი შემოდის "მე და საზოგადოება", სადაც ანტიძალადობრივი კომპონენტია შესული, სხვისი უფლებების პატივისცემა, განსხვავებლობის მიუღებლობა, ჰომოფობია ასეთი ტერმინი ან გენდერი არ არის ნახსენები იქ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სხვის პიროვენებას სცე პატივი, მისი თავისუფლება არ შეზღუდო, რომ არსებობენ ზოგადად განსხვავებული ადამიანები სხვადსხვა ნიშნით, ზოგადად, ჩვენ არ ვართ ერთნაირები და უნდა ვცეთ სხვა ადამიანს პატივი, მე და საზოგადოება მესამე კლასიდან დაწყებული, მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკვე უწყვეტი ხაზით იქნება წარმოდგენილი და აქ წამყვანი ხაზი აქვს ადამიანის უფლბების დაცვას",-განაცხადა მარიამ ჩიქობავამ. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები