რომან გოცირიძე: ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია!

რომან გოცირიძე: ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია!

"ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია! თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა რაიმე დანაშაული არ ჩაიდინოს ან საკუთარ თავს არ მიაყენოს ზიანი",-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"გუშინ ახალგაზრდა ქალმა კვლავ მოკლა მშობელი.
ოთხმილიონიან ქვეყანაში იმაზე მეტი უბედური შემთხვევა ხდება, ვიდრე მასზე მრავალრიცხოვან ქვეყნებში.
ათასობით პაციენტი არის დარჩენილი მკურნალობის გარეშე. ფსიქიატრიის სფეროს დაფინანსება კატასტროფულ მდგომარეობაშია. წელიწადში მხოლოდ 16 მილიონი ლარი იხარჯება ყველაფერზე, რაც კი ფსიქიატრიას ეხება-საავადმყოფოებით დაწყებული, პოლიკლინიკებით დამთავრებული. ეს ფული დასავლეთში ერთ ფსიქიატრიულ კლინიკასაც კი არ ეყოფოდა.
მაშინ, როცა ჯანდაცვის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს მიაღწია, წლებია ფსიქიატრიას დაფინანსება არ ეზრდება. პირიქით, ლარის გაუფასურებისა და მედიკამენტებზე ფასების ზრდის გამო, რეალურ გამოხატულებაში დაფინანსება მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.
ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად და უსინდისოდ ექცევიან.
გასარეკია მთელი სამინისტროს უფროსობა!",-წერს რომან გოცირიძე. 

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

17 ივლისი, 2018

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", - ამის შესახებ წერს...

ახალი სტატიები