ლაშა თორდია: შსს-ს გავრცელებული კადრებიდან ჩანს, პირველი ოთარ ფარცხალაძემ დამარტყა

ლაშა თორდია: შსს-ს გავრცელებული კადრებიდან ჩანს, პირველი ოთარ ფარცხალაძემ დამარტყა
22 / 05 / 2017 15:15

"საზოგადოებამ რამდენიმე წუთის წინ იხილა ვდეო კადრები, ასევ შსს-ს ბრიფინგი, როგორც ჩემთვის მოსალოდნელი იყო შსს-მ კადრები წარმოაჩინა ისეთი რაკუსით და ისეთი ხედით, რომ მომხდარიყო დისკრედიტაცია პირიქით, თითქოს მე დავარტყი ხელი პირველი ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა მათივე კადრებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ მირტყამს პირველი ოთარ ფარცხალაძე"- ამის შესახებ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხაადა.

"მათვე კადრებიდან დასტურდება ის ფაქტი, რომ იქ არ ყოფილა წამიერი შეხვედრა, არ ყოფილა რაღაც მომენტალური გადაკვეთა და ის ფაქები, რასაც საუბრობენ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები, რომ თვითდაზიანებები მივიღე მე! მათივე წარდგენილი კადრებიდან ჩანს, რომ ინციდენტი მოხდა. კადრები არის წარდგენილი იმ რაკუსით, რომ შემდგომ ვერ დავინახოთ, როგორ მოჰყვა გაგრძელება ამ თავდასხმას.

მინდა ცალსახად განვაცხადო, შსს არის დაინტერსებული მხარე, მიკერძოებული მხარე და რომელიც ახდენს ინტერპრეტაციას ყველა იმ აგრემოების რაც იქ მოხდა.

თუმცა, კადრებიდან დასტურდება რომ თავდასხმა განხორციელდა ოთარ ფარხალაძისა და მათი დაცვის წვრების მხრიდან. მე ამ კადრებში ვიმყოფები ერთი. მათი წრე, რომელიც ჩემს ირგვლივ გარშემორტყმულია ნათლად მეტყველებს მათ აგრესიას, რომელიც მოდიოდა პირადა ოთარ ფარცხალაძის მხრიდან. მე არ მახსოვდა, უბრალოდ ვერ დავინახე, რომ პირველი ოთარ ფარცხალაძემ დამარტყა. ამ კადრებიდან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პირველი დარტყმა განახროცელა ოთრ ფარცხალაძემ, რასაც მოჰყვა ჩემი რეაქცია", - განაცხადა ლაშა თორდიამ.

ლაშა თორდია მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მასსა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

"მინდა, მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს შეიქმნას საგამიძიებო კომისია. ჩემთვის შეუძლებელია დავამტკიცო ჩემი სიმართლე. აქ ჩაერთო შსს და პროკურატურა. ისეთ კადრებს აჩვენებენ, რომელიც კითხვებს ბადებს, რომელმა დაარტყა პირველმა",- აღნიშნა თორდიამ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება