ომბუდსმენი დისკრიმინაციული ვაკანსიების აღმოფხვრისთვის სახელმძღვანელოს შემუშავებას ითხოვს

ომბუდსმენი დისკრიმინაციული ვაკანსიების აღმოფხვრისთვის სახელმძღვანელოს შემუშავებას ითხოვს

სახალხო დამცველმა დისკრიმინაციული ვაკანსიების აღმოფხვრის მიზნით მექანიზმის შემუშავების შესახებ ზოგადი წინადადება გამოსცა. 5 მაისს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიმუშავოს სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაკანსიის შესახებ განცხადებების ფორმულირება, რა ტერმინების გამოყენება იწვევს დისკრიმინაციას და როგორ შეიძლება განცხადების მორგება სამუშაოს სპეციფიკაზე იმგვარად, რომ დისკრიმინაციული შეზღუდვები არ იქნეს გამოყენებული.

"მიმდინარე განცხადებების შესწავლამდე, დასაქმების შესახებ საჯაროდ გავრცელებულ ვაკანსიებში დისკრიმინაციული შეზღუდვების არსებობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატს, ვაკანსიების გამავრცელებელი საიტის (www.jobs.ge) მიმართ გამოცემული ჰქონდა ზოგადი წინადადება, ხოლო შპს „ელიტ-სერვისის“ მიმართ - რეკომენდაცია. სახალხო დამცველის აპარატში დასაქმების შესახებ საჯაროდ გავრცელებულ ვაკანსიებში დისკრიმინაციული შეზღუდვების არსებობასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების სიმრავლემ და სახალხო დამცველის ინიციატივით გამოვლენილ საქმეთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ, ცხადყო, რომ დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ვაკანსიების განთავსება კვლავ გრძელდება ვებ-გვერდებზე, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული უარყოფითი სტერეოტიპების სტიმულირებას.

შესაბამისად, საკითხის მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პრობლემის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობა. ზოგად წინადადებაში აღნიშნულია, რომ სამუშაოს არსის გათვალისწინებით, მოთხოვნა უნდა იყოს ფორმულირებული იმგვარად, რომ ორიენტირებული იყოს სამუშაოს სპეციფიურ ელემენტზე და არ იწვევდეს პირთა ჯგუფის რაიმე ნიშნით ავტომატურ გამორიცხვას.

ამასთან, სახალხო დამცველმა, ვაკანსიის შესახებ განცხადებებში დისკრიმინაციული შეზღუდვების გამოყენების თავიდან აცილებისა და მონიტორინგის, ასევე ასეთი განცხადების გავრცელების შემთხვევაში, დამსაქმებლისთვის ან/და გამავრცელებლისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდა, შემუშავდეს მექანიზმი, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭება უფლებამოსილება გამოავლინოს სამართალდარღვევა და შეადგინოს ოქმი, რის შემდეგაც, სამართალდარღვევის არსებობის შეფასების უფლებამოსილება მიენიჭება საერთო სასამართლოებს",-აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები