გიორგი კვირიკაშვილი: თურქეთი ჩვენი საიმედო პარტნიორია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში

გიორგი კვირიკაშვილი: თურქეთი ჩვენი საიმედო პარტნიორია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში
23 / 05 / 2017 15:32

„ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გულითადად მივესალმო ჩემს კოლეგას და მეგობარს, ბატონ ბინალი ილდირიმს და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას, რომელთა მასპინძლობის პატივი გვერგო დღეს თბილისში, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფორმატში. აღნიშნული ფორმატი ნათლად ასახავს იმ სრულიად განსაკუთრებულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც ორ სახელმწიფოს აკავშირებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგასთან ბინალი ილდირიმთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს.

„ხაზგასმით მსურს აღვნიშნო დღევანდელი დღის ისტორიული მნიშვნელობა. დღეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ვზეიმობთ, თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები გვაკავშირებს. არ შეიძლება არ ითქვას, რომ თურქეთის რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დღეს კი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველი ხალხი ამას განსაკუთრებით აფასებს.

სტრატეგიული საბჭოს ფორმატი ეფექტური მექანიზმია, მაქსიმალურად გაფართოვდეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ჩარჩოები, დაისახოს ახალი პერსპექტიული მიმართულებები. ამასთანავე, საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, ავითარებენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებებით.

ჩვენ გვქონდა ძალზედ ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა. შეხვედრის დროს, მოგვეცა შესაძლებლობა, განგვეხილა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედების მაღალი ინტენსივობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის ინფორმაციით, შეხვედრის დროს, მხარეებს შორის გაიცვალა მოსაზრებები რეგიონსა და გლობალურად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით.

„კმაყოფილებით აღვნიშნეთ პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა, რაც აისახება მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაში და იმ შედეგებში, რომელიც კონკრეტულ სფეროებში გაგვაჩნია - ინტეგრაციის მიმართულებით სხვადასხვა სფეროში და თურქეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე ამ უაღრესად მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. თურქეთი, ასევე ჩვენი საიმედო პარტნიორია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და ამ მიმართულებითაც მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას.

შეხვედრის მსვლელობისას დავსახეთ ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების პერსპექტივები. თურქეთი არის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. ამასთანავე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ გამოუყენებელი პოტენციალის რეალიზაცია უფრო მომგებიანს გახდის ისედაც ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს. დღეს ხელი მოეწერა დეკლარაციას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ, რაც ამ მიმართულებით წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახლავთ.

გამოვხატეთ განსაკუთრებული დაინტერესება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მაქსიმალურად გაფართოებასა და მის ორმხრივ სარგებელთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ქართული პროდუქცია უფრო ფართოდ გავიტანოთ თურქეთის ბაზარზე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად გავხსნათ კარი ორმხრივი თანამშრომლობისთვის.

მიმოვიხილეთ მსხვილ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში წარმატებული თანამშრომლობა და პერსპექტივები. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა ბაქო-თბილის-ყარსის პირველი განშტოების დასრულების მნიშვნელობა 2017 წლის ზაფხულისთვის, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას. დავაფიქსირეთ მხარეთა მზაობა, განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის რეალიზაციისა და კასპიის ენერგორესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.

კმაყოფილებით აღვნიშნეთ მჭიდრო თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები კულტურის, იუსტიციის, საბაჟო და სხვა სფეროებში. ამ კონტექსტში მისასალმებელია დღეს ხელმოწერილი ორმხრივი დოკუმენტები ეკონომიკის, იუსტიციის, კიბერუსაფრთხოებისა და კულტურის სფეროებში, რაც კიდევ უფრო გააფართოებს ისედაც საფუძვლიან ორმხრივ სამართლებრივ ბაზას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„დასასრულს, მსურს აღვნიშნო, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში და სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატის არსებობა თავისთავად ცალსახა დასტურია ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მკაფიოდ გამოხატული ნებისა და იმ სულისკვეთებისა, რომლითაც ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მივესალმო თურქეთის პრემიერმინისტრს და დელეგაციას და გამოვთქვა რწმენა, რომ თბილისში გამართული შეხვედრები დამატებით იმპულსს შესძენს ისედაც სამაგალითო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს.
ბატონო პრემიერმინისტრო, მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ვადასტურებ საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემს მზადყოფნას, გავამყაროთ სტრატეგიული პარტნიორობა და ორ მეგობარ ერს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება