გზების მიმდებარედ ხეების მოჭრის ნებართვა შესაძლოა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გასცეს

გზების მიმდებარედ ხეების მოჭრის ნებართვა შესაძლოა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გასცეს
23 / 05 / 2017 16:01

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მიმდებარედ, გზის ღერძიდან ორივე მხარეს არაუმეტეს 15 მეტრში ხეების მოჭრისა და მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირებაზე ნებართვის გაცემის უფლებამოსილება შესაძლოა საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს. დეპარტამენტი ნებართვას მხოლოდ მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ და დაცულ ტერიტორიებზე მდებარე ხეებზე ვერ გასცემს. მიღებული მერქნული რესურსი დასაწყობდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.

ცვლილებას „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

„საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძიდან 15-მეტრიანი მონაკვეთი არის მაქსიმალური მანძილი, სადაც ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ხეების მოჭრისა და მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირების სამუშაოების წარმოება.

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ხშირია ხმელი ხეების და ტოტების ჩამოვარდნის შემთხვევები, რაც საფრთხეს უქმნის ავტოსატრანსპორტო საშუალებაა უსაფრთხო გადაადგილებას და ზრდის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რისკს.

ამასთან,გზებზე მძღოლების ორიენტირებისა და შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოწყობილია სხვადასხვა დანიშნულების საგზაო ნიშნები, რომლებიც ხშირად იფარება ხის ტოტებით და აუცილებელია მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირების სამუშაოების ჩატარება, იმისათვის, რომ საგზაო ნიშნები აღქმადი იყოს მძღოლებისათვის", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება