"ლექსო, არ დაიკარგები"- რუსთაველის თეატრის დარბაზი ხალხური პოეზიის საღამოს უმასპინძლებს

"ლექსო, არ დაიკარგები"- რუსთაველის თეატრის დარბაზი ხალხური პოეზიის საღამოს უმასპინძლებს

2017 წლის 25 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო - ,,ლექსო, არ დაიკარგები". ინფორმაციას ღონისძიების შესახებ  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს: 

საღამოზე წარმოდგენილი იქნება ავთენტიკური ხალხური ხელოვნების ფართო სპექტრი: პოეტური ფოლკლორის ძველი და ახალი ნიმუშები, იუმორი, ხალხური სიმღერა და ცეკვა.
წინა წლებისაგან განსხვავებით საღამოში მონაწილეობენ ახალი სახეები - ახალი მთქმელები და ავტორმთმელები, რომელთაც მხოლოდ ვიწრო წრეში იცნობენ და დამსწრე საზოგადოება მათ 25 მაისს გაიცნობს.

ხალხური პოეზიის წლევანდელ საღამოში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, მათგან მხოლოდ ისინი შეირჩა, ვისი შემოქმედებითი და საშესმრულებლო ხელოვნება ხალხური შემოქმედების თანამედროვე მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

უკვე ტრადიციადქცეული ხალხური პოეზიის საღამო ქართული მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორული შემოქმდების გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება.

საღამოს უძღვებიან: ფოლკლორისტები - ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.

 დასაწყისი 19:00 საათზე

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

14 ივნისი, 2018

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და...

ახალი სტატიები