თამარ ჩუგოშვილი: ჩემთვის, ე.წ თორდია-ფარცხალაძის საქმეში, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს

თამარ ჩუგოშვილი: ჩემთვის, ე.წ თორდია-ფარცხალაძის საქმეში, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს
25 / 05 / 2017 16:50

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი "დიანა ტრაპაიძის" დღის ამბებში ე.წ ფარცხალაძე-თორდიას სააქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურს უნდა ჰქონდეს დაცულობის განცდა და ეს პირველ რიგში პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს. როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, გამოძიება ისე უნდა წარიმართოს, რომ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს საზოგადოებაში.

"ამ ისტორიას უკვე ბევრი კუთხე აქვს. ზოგადად ამ ამბავთან მიმართებით მინდა გითხრათ ჩემი პოზიცია. ჩემთვის ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ამ საქმეში და არა მხოლოდ ჩემთვის. აუდიტის სამსახური არის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობის ქვეშ. ეს არის ჩემთვის როგორც პარლამენტის წევრისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუდიტის სამსახურს უნდა ჰქონდეს სრული გარანტია ხელშეუხებლობის, დაცულობის და შესაძლებლობა იმისი, რომ თავისი საქმე აკეთოს ჩაურევლად. პირველ რიგში ამის გარანტორი უნდა იყოს და არის საქართველოს პარლამენტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ.

კონკრეტული ინციდენტების გარჩევაში შესვლა ცოტა რთული საკითხია, რადგან გამოძიების კომპეტენციაშია, მაგრამ საქართველოს პარლამენტის ძალიან დიდი ნაწილის სახელით მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ისე წარიმართოს, რომ არ დარჩეს ზედმეტი კითხვები", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება