წულუკიანი: მნიშვნელოვანია, ახალ დაქორწინებულ წყვილებს ესმოდეთ, რომ თანაბარუფლებიანნი არიან

წულუკიანი: მნიშვნელოვანია, ახალ დაქორწინებულ წყვილებს ესმოდეთ, რომ თანაბარუფლებიანნი არიან

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველამ ამ დამოუკიდებლობის განმტკიცებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

დღეს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქორწინების მოწმობა შეცვლილი ვიზუალით გაიცემა, რომელზეც იქნება წარწერა - „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“, მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ! „.

„დღეს ვინც დაქორწინდება, მას გადაეცემა ქორწინების მოწმობა, რომელზეც აღნიშნულია შოთა რუსთაველის უკვდავი სიტყვები - „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“. რადგან ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ იმ დროიდან და დღეს უკვე კანონით, ადამიანები, ქალები და კაცები იყვნენ თანასწორნი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლად დაქორწინებულ წყვილებს ეს პირველი წუთიდანვე ესმოდეთ, რომ ორივენი ჩვენი კონსტიტუციის წინაშე, სახელმწიფოს წინაშე არიან თანაბარუფლებიანნი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები