მოქალაქე პრემიერს: თქვენ ჩვენთვის მიუღწეველი ხართ, როგორც ზეციური ვარსკვლავი

მოქალაქე პრემიერს: თქვენ ჩვენთვის მიუღწეველი ხართ, როგორც ზეციური ვარსკვლავი

პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 26 მაისის ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქემ მის მიმართ პრეტენზია გამოთქვა და განაცხადა, რომ 180 ლარიანი პენსია არასაკმარისია და მთავრობას პრობლემების მოსაგვარებლად 6-7 წელი არ უნდა სჭირდებოდეს. პრემიერმინისტრმა მოქალაქეს უპასუხა და განაცხადა, რომ უსამართლობაა იმის თქმა, რომ არაფერი სასიკეთო არ გაკეთებულა, რადგან პენსიონრებისთვის მკურნალობის ხარჯები 4-ჯერ გაიზარდა.

მოქალაქე: 180 ლარი თქვენს ბებიებს და ბაბუებს თუ ეყოფათ აბა?!

პრემიერი: გასაგებია რომ არ არის იმდენი რამდენიც უნდა იყოს.

მოქალაქე: მარტო თქვენ გიმუშავიათ? ჩვენ პედაგოგიურ მუშაობაში თვალები ამოგვიღამდა. რაც კი სასიკეთო გაგვაჩნდა გაგვიცია.

პრემიერი: ჩემი ბრალი არ არის ყველაფერი მემგონი ხო?

მოქალაქე: თქვენი ბრალი არ არის მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ

პრემიერი: მემკვიდრეობა მივიღეთ რაღაცა და გავაკეთებთ უკეთესს.

მოქალაქე: მემკვიდრეობას 6-7 წელი არ სჭირდება. ამოძირკვეთ ის მემკვიდრეობა!

თქვენ ჩემთვის მიუღწეველი ხართ, როგორც ზეციური ვარსკვლავი. თქვენ რომ რუსთაველის დღეს ზეიმობთ ეს რუსთაველის იდეოლოგია რატომ არ გაითვითცობიერეთ. "ქმნა მართლისა სამართლისა...."

პრემიერი: გასაგებია, კიდევ ერთხელ გეუბნებით 4 ჯერ გაიზარდა მკურნალობის ფასი რასაც ვიხდით პენსიონერებისთვის,

მოქალაქე: 300 ლარიანი ცნობა წარვუდგინე თქვენს მერიას და 100 ლარზე მეტს არ იძლევა. უგულავას დროს 200 ლარზე ნაკლები მედიკამენტებისთვის ფული არასდროს არ ყოფილა.

პრემიერი: უგულავას დროს თქვენ გმკურნალობდნენ სავადმყოფოში რომ მიდიოდით? პროტეზირებას, შინაგან ორგანოებზე ოპერაციებს გიკეთებდნენ? უსამართლო ბრძანდებით, არ არის ეგ სამართალი. 

ავტორი: ნათია მაჭარაშვილი

მამუკა ბახტაძე: ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არასდროს ჩავერევით

მამუკა ბახტაძე: ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არასდროს ჩავერევით

14 ივლისი, 2018

"ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არ ჩვერევით არასდროს", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. ბახტაძე ამ განცხადებით საპარლამენტო ოპოზიციას გამოეხმაურა. "თქვენ შფოთავთ და ფიქრობთ, რომ...

ახალი სტატიები