ომბუდსმენი: 2016 წელს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა

ომბუდსმენი: 2016 წელს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა
29 / 05 / 2017 18:05

სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, აკადემიისა და მედიის წარმომადგენლებს „ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობისა“ და „ოჯახში ძალადობისგან დამცავი მექანიზმების“ შესახებ სპეციალური ანგარიშები წარუდგინა.

„ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ“ სპეციალური ანგარიში სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ინკლუზიური, წარმომადგენლობითი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაზე.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2015 წლისგან განსხვავებით, ანგარიშის მომზადებისას მთავარ პრობლემას წარმოადგენდა გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდება რასაც სახალხო დამცველი გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობისათვის ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯად აფასებს. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს რიგ უწყებებში ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზების კუთხით არსებულ სისტემური ხარვეზებზე მიანიშნებს.

"საანგარიშო პერიოდში შემაშფოთებელი იყო ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის გამოვლენა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაფარულ პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნული საკითხები, სახელმწიფოს მხრიდან კოორდინირებულ, თანმიმდევრულ და საჭიროებებზე დაფუძნებულ რეაგირებას მოითხოვს.

მისასალმებელია, რომ 2017 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან გარანტიას შექმნის ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში. თუმცა, 2016 წელს, გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო სივრცის დახვეწისკენ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

საანგარიშო პერიოდში, წინა წლის მსგავსად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს. სამწუხაროდ, მე-9 მოწვევის პარლამენტში ქალთა მონაწილეობა, სპონტანური და არა დაგეგმილი ზრდის შედეგად, კვლავ ძალიან დაბალი რჩება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ასევე მოხდა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე დასაქმებულთა რაოდენობის შეფასება და მონაცემთა გენდერული ანალიზი, რაც ცხადყოფს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გენდერულ ჭრილში თითქმის თანაბარია, თუმცა საგანგაშოა ქალთა დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე",-აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ანგარიშში ასევე საუბარია ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. სახალხო დამცველი ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ფორმალურ ხასიათს უსვამს ხაზს, რადგან საკანონმდებლო ნორმები რეალურად არ აისახება იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურად სისტემური ძალადობის, შევიწროების, დევნისა და შეუწყნარებლობის მსხვერპლია.

სახალხო დამცვლის მიერ ქალთა მიმართ ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შეფასება მოხდა საქართველოში არსებული ხუთი თავშესაფრის მონიტორინგისა და დამცავი და შემაკავებელი ორდერების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე. სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებლის ზრდის ფონზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს ძალისხმევას მსხვერპლისთვის დაცვის მექანიზმების სახით ეფექტური სერვისის მიწოდებისა და განმეორებითი ძალადობისგან დაცვის კუთხით.

"შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ძალადობისგან დაცვის სერვისები ცალსახად საჭიროებს დახვეწას მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და დასაქმების მიმართულებით, რაც მხოლოდ თავშესაფრის სერვისის ფუნქციონირებით ვერ მიიღწევა. კვლავ დგას გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების დროული და ეფექტური მონიტორინგის პრობლემა",-აღნიშნავს სახალხო დამცველი. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება