გადაცემაში ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებაზე გამოძიება დაიწყო

გადაცემაში ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებაზე გამოძიება დაიწყო

ინტერნეტგადაცემა "ბავშვების დროში" ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების ფატზე გამოძიება დაიწყო. როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლითაა დაწყებული, რაც არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან/და შენახვას, აგრეთვე ასეთი მასალის შეთავაზებას, გადაცემას, გავრცელებას, გასაღებას, რეკლამირებას ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომას გულისხმობს. 

აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 

"ბავშვების დრომ" ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრები გადაცემაში სათაურით "ონანიზმი ბავშვებში" 24 მაისს გაუშვა. არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემთხვევაზე გადაცემა "ბავშვის დროს" წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

მოგვიანებით, სოციალური ქსელიდან გადაცემა წაიშალა და გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის განცხადება: "დედის თხოვნით და ჩვენი გადაცემის ჯგუფის გადაწყვეტილებით, ბავშვის ფოტო,რომელიც გუშინ დაიდო და ვიდეო სადაც ბავშვის კადრები ჩანს(ყოველგვარი ინტიმური სცენების გარეშე) გადაცემიდან ამოიჭრება და გადაცემა ისე გავრცელდება...კიდევ ერთხელ, ძალიან ვწუხვართ მომხდარი გაუგებრობის გამო."

გადაცემის შესახებ განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმაც. "როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის მედიასაშუალება უნდა მოქმედებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მშობლის თანხმობა.

მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მანდატი არ ვრცელდება მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმიანობის პროცესზე, ინსპექტორი მოუწოდებს გადაცემას - „ბავშვების დრო“ დაიცვას ბავშვის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა და უზრუნველყოს მისი ინტერესების სათანადო დაცვა",-აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.

გადაცემაში ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, პირადი ხასიათის ინფორმაციის გავრცელებით, შეილახა ბავშვის ღირსება და რეპუტაცია, რამაც შესაძლოა მომავალში დამანგრეველი ეფექტი იქონიოს მის პიროვნულ განვითარებაზე.

სახალხო დამცველმა საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდა, აღნიშნულ შემთხვევაზე რეაგირების მიზნით, მათი კომპეტენციის მიხედვით ყველა შესაბამისი ღონისძიება გაატარონ. 

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები