"თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანდნენ

"თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანდნენ
30 / 05 / 2017 15:36

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, შალვა შავგულიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" ერთიანი საარჩევნო ბლოკის სახით წარსდგებიან.

შავგულიძემ გადაწყვეტილების მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა და ამავდროულად ყურადღება "ქართულ ოცნების" შეუსრულებელ დაპირებებზე გაამახვილა.

"როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში თავისი მოსვლა გაახმოვანა, მან დასაყრდენად ორი პოლიტიკური ძალა, "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" გამოაცხადა. ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვებაში და ამ კოალიციის წევრ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად მოვედით ხელისუფლებაში. დღეს ჩვენ "ქართული ოცნების" ოპოზიციას წარმოვადგენთ.

ადამიანი თავისი უფლებებითა და თავისუფლებებით იმთავითვე წარმოადგენდა და წარმოადგენს როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ისე "რესპუბლიკელების" უმთავრეს ღირებულებას. ხოლო, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩვენი ქვეყნის ჩამოყალიბება, ამასთან მისი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ოჯახში წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის უალტერნატივო გზასა და საშუალებას. სწორედ ამ ღორებულებებისა და მიზნების აღიარებით ვიყავით ჩვენ "ქართული ოცნების" პარტნიორები და "ქართული ოცნების" მიერ ამ გზიდან გადახვევა გახდა ჩვენსა და მას შორის განხეთქილების მიზეზი. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვის დანაპირების ნაცვლად, "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიზირებული და მისგან მართვადი სამართალდამცველი სისტემა, პროკურატურა და სასამართლო შესთავაზა ჩვენს მოქალაქეებს.

დემოკრატიული სახელმწიფოს და სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად ერთპარტიული და არაფორმალური მმართველობა დააწესა ქვეყანაში. ჩვენი გზების გაყრასთან ერთად ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" სხვადასხვა უღირსი მეთოდის გამოყენებით მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა როგორც "თავისუფალ დემოკრატებს", ისე "რესპუბლიკელებს", რაც გამოიხატა ჩვენი პარტიის წევრების მათ შორის ლიდერების დაშანტაჟებაში, გადაბირებაში, ასევე მისგან მართვადი ცესკოს, სატელიტი პოლიტიკური პარტიების და მართვადი სასამართლოს მეშვეობით ჩვენთვის საარჩევნო კომისიებში წევრების ყოლის უფლების უკანონოდ ჩამორთმევაში და სხვა.

მაგრამ მიუხედავად ასეთი სიძნელეებისა, ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ზემოთხსენებული მიზნების და ვაგრძელებთ ბრძოლას მათ მისაღწევად. გვაქვს რა ღირებულებითი ერთიანობა, ამასთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი გამოცდილება გადავწყვიტეთ, რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკის სახით წარვსდგეთ ამომრჩევლის წინაშე თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ერთიანი ძალით თვითმმართველობიდან დავიწყებთ "ქართული ოცნების" შეუზღუდავი სახელისუფლებო ძალაუფლების მოცილებას და შევქმნით საფუძველს იმისთვის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ეს პოლიტიკური ძალა, რომელმაც არ გაამართლა ჩვენი მოქალაქეების იმედები და მოატყუა ქართველი ხალხი, დავამარცხოთ და ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას",- განაცხადა შავგულიძემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება