შს მინისტრი: საქართველოს პოლიცია თავის ადგილს იკავებს ევროპის დიდ საპოლიციო ოჯახში

შს მინისტრი: საქართველოს პოლიცია თავის ადგილს იკავებს ევროპის დიდ საპოლიციო ოჯახში

"2017 წლის 4 აპრილს ევროპოლთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ისტორიული შეთანხმება გავაფორმეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიცია თავის ადგილს იკავებს ევროპის დიდ საპოლიციო ოჯახში",- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე განაცხადა.

"სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელების ერთიანობასა და სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მიმდინარე წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობენ. ქართველი ხალხის ამ ისტორიულ მონაპოვარში თითოეულ პოლიციელს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. 2017 წლის 4 აპრილს ევროპოლთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ისტორიული შეთანხმება გავაფორმეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიცია თავის ადგილს იკავებს ევროპის დიდ საპოლიციო ოჯახში.

28 პარტნიორ ქვეყანასთან საქართველოს შსს-ს გაფორმებული აქვს შეთანხმებები სამართალდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ორმხრივი ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ჩვენ 13 პარტნიორ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ 8 ქვეყანაში გვყავს პოლიციის ატაშეები. 2016 წელს შსს-ს გენერალური ინსპექცია კორუფციის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების გაერთიანების წევრი გახდა. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი კი მალე ევროპული და ხმელთაშუაზღვის ქვეყნების ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული სტატუსის მქონე საპოლიციო ძალების გაერთიანებას შეუერთდება. აქვე აღვნიშნავ, რომ წელს შსს-ს აკადემია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივ წევრად აირჩიეს.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვხდებით დასავლური სამყაროს ღირსეული ნაწილი. ამაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დიახ, დიდია სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელების სოლიდარობის თანადგომის ძალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უსაფრთხოების სტანდარტები დღითიდღე უმჯობესდება და ამას სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებიც ცხადყოფს. ჩემო პოლიციელებო, ეს მიღწევები თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის, ენთუზიაზმის და რწმენის შედეგია. რწმენის, როდესაც მიუხედავად არაერთი ყოველდღიური გამოწვევისა გჯერათ, რომ ემსახურებით მართალ საქმეს და თქვენი წვლილი შეგაქვთ სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენი ოჯახების, შვილების, მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის. დიდი მადლობა ამისთვის",- განაცხადა მღერიშვილმა. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები