ალექსანდრე ჯეჯელავა: აფგან მუხთარლმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი

ალექსანდრე ჯეჯელავა: აფგან მუხთარლმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მან უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი.

"ამ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, თუმცა შსს-ს დაწყებული აქვს გამოძიება და უფრო დაზუსტებული ინფორმაცია უახლოეს დროში გვექნება", - აღნიშნა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა. შემდეგ კი ცნობილი გახდა რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და სამართალდამცავებს დაკავებული ჰყავთ.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები