წულუკიანი: გამორიცხულია ჩვენი სამართალდამცველების მონაწილეობა მუხტარლის გაუჩინარების საქმეში

წულუკიანი: გამორიცხულია ჩვენი სამართალდამცველების მონაწილეობა მუხტარლის გაუჩინარების საქმეში

"აბსოლუტურად გამორიცხულია ჩვენი რომელიმე სამართალდამცავის მონაწილეობა ამგვარ გაუგონარ ფაქტში", - ასე შეფასებ მისცა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გაუჩნარების საქმეს ადაცემა „მთავარში“.

"მოვისმიენ ჩემთვის შემაშფოთებელი ბრალდებები ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი. მათ შორის, სახალხო დამცველი ფეისბუქზე გაკეთებული აბსოლუტურად გასაოცარი და განმაცვიფრებელი განცხადება.

აბსოლუტურად უნდა გამოირცხოს ჩვენი ქვეყნის რომელიმე წარმომაგენლის მონაწილეობა ამ პროცესში.

საგამოძიებო პროცესი ყოველგვარი დახანების გარეშე დაიწყო. ის, რომ ეს ადამიანი არის უკვე სხვა ქვეყანაში გაართულებს გამოძიებას, გავარკვიოთ რა არის მომხდარი. ის ძვირფასი ინფორმაცია, რაც გამომძიებელს შეიძლება დასჭირდეს, მხოლოდ აფგანმა იცის, რომელიც ბაქოშია, ანუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორც მისი ადვოკატი გვატყობინებს, ის ძალით ჩასვეს მანქანაში და სცემეს კიდეც და ა.შ. და გააქანეს საზღვირსკენ. ვინ იყვნენ, თუ იცნობდა მათ, რა აკავშირებდა მათთან, რა ენაზე საუბრობდნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები