მღებრიშვილი: ალბათობა,რომ საზღვარი ადამიანმა მესაზღვრეს გვერდის ავლით გადაკვეთოს,არსებობს

მღებრიშვილი: ალბათობა,რომ საზღვარი ადამიანმა მესაზღვრეს გვერდის ავლით გადაკვეთოს,არსებობს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, თუმცა ალბათობა იმის, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, არსებობს.

"გამოძიების ფარგლებში, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან, აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებებისგან მივიღეთ ოფიცალური ინფორმაცია, რომ მათი მოქალაქე აფგან მუხთარლი დაკავებულ იქნა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო თანამშრომლების მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბალაკენსის რაიონის მიმართულებით საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და დიდი ოდენობით არადეკლარირებული უცხოური ვალუტის საქართველოდან აზერბაიჯანში კონტრაბანდის სახით გადატანის გამო.

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სახელმწიფო საზღვრის კონტროლს თანამედროვე სტანდარტებით ახორციელებს, აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა ტერიტორიების ე.წ. მწვანე ზოლის სასაზღვრო პოლიციის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს.

ალბათობა იმისა რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს დაბალია, მაგრამ არსებობს",-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შემთხვევაში, სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე.

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

18 აპრილი, 2018

პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. "2018 წლის 17 აპრილს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები