მთავრობამ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებად ჭანტურია, ჯაფარიძე და გეწაძე აირჩია

მთავრობამ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებად ჭანტურია, ჯაფარიძე და გეწაძე აირჩია

მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან მოსამართლის კანდიდატებად ევროპის საბჭოში საპარლამენტო ასამბლეისთვის წარსადგენად სამი კანდიდატი ლადო ჭანტურია, სოფო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე აარჩია,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცნობისთვის, გასაუბრების შემდეგ სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. ქულების დაჯამების შედეგად, გამოვლინდა ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. მთავრობას წარედგინებიან:

1. ლადო ჭანტურია - 5;

2. სოფიო ჯაფარიძე - 4.69;

3. შოთა გეწაძე - 3.85;

4. თამარ ალანია - 3.77;

5. ირაკლი დონდოლაძე - 3.69.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები