ჰოლანდიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ფერმერული მენეჯმენტის პროგრამის განხორციელება იწყება

ჰოლანდიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ფერმერული მენეჯმენტის პროგრამის განხორციელება იწყება

ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივიერსიტეტის HAS (University of Applied Sciences) წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდენენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდენენ.

ჰოლანდიის უნივერსიტეტი HAS, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად საბაკალავრო სასწავლო პროგრამის - საერთაშორისო ფერმერული მენეჯმენტის - განხორციელებას იწყებს. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს, სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე გაივლიან.

სოფლის მეუნრეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგანაც ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მომზადება მნიშვნელოვანია დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის. ამასთან, პროგრამა ფერმერებისთვის ექსტენციის კომპონენტსაც ითვალისწინებს.

ფერმერები მიიღებენ კონსულტაციებს და შეძლებენ სწორად განავითარონ საკუთარი ფერმერული მეურნეობა. მისი თქმით, აუცილებელია ფერმერმა იცოდეს საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები, საჭიროებები და საკუთარი მეურნეობის სწორი დაგეგმარება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივიერსიტეტის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშების კოლექცია დაათავლიერეს და ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს გაეცნენ.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები